LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2026/07/02-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული საზღვარგარეთიდან, სოციალური ქსელების მეშვეობით, სამშენებლო კომპანიის რეკლამირებას და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვას ახორციელებდა. დაინტერესებულ პირებს დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ამისამართებდა, რომლებიც კომპანიების სახელით დაზარალებულებთან ფიქტიურ ნარდობის ხელშეკრულებებს აფორმებდნენ. შემდგომში კი სამშენებლო მოედანზე მოჩვენებით სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ, ფორმალურად უწევდნენ ორგანიზებას, აკონტროლებდნენ მშენებლობის პროცესს, რითაც დაზარალებულებში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების ილუზიას ქმნიდნენ.

ასევე, ბრალდებულები სამშენებლო მასალების მოსალოდნელი გაძვირებისა და სამუშაოების დაჩქარებით შესრულების საბაბით დაზარალებულებს თანხის წინასწარ გადახდას სთხოვდნენ.

აღნიშნული დანაშაულებრივი გზით ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ 428 250 აშშ დოლარს, 10 100 ლარს და 400 000 სომხურ დრამს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის შესანიღბად ჯგუფის წევრები საქართველოში დაფუძნებულ რამდენიმე კომპანიას და მათთან დაკავშირებულ სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებდნენ.

სამართალდამცველებმა ერთი ბრალდებული სხვა თაღლითობის ფაქტზე 2026 წლის 17 ივნისს დააკავეს და იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე პატიმრობაში იმყოფება. მეორე ბრალდებული 30 ივნისს დააკავეს, ხოლო მესამეს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

პატარა მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
პატარა მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

მარიამის დედა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს, პატარას ეპილეფსია აქვს და სასწრაფო მკურნალობა სჭირდება : "ჩემი მარიამი მიმყავს თურქეთში მარიამს აქვს უმძიმესი დიაგნოზები: ეპილეფსია (ვესტის სინდრომი), თავის ტვინისა და მხედველობის ნერვის...

დაწვრილებითDetails

კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს – ამოღებულია 7 კილოგრამამდე ნარკოტიკი და 46 ლიტრი ნარკოტიკის შემცველი სითხე

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და 4 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ, სხვადასხვა სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მიგრაციის...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ტროტუარზე დაღუპული ქალის ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
ცნობილია, ტროტუარზე დაღუპული ქალის ვინაობა
მთავარი

ნაძალადევში, სამშობიარო სახლთან მომხდარი ავარიის დროს, დაღუპული 56 წლის ქალია, მიმი კაზალიკაშვილი. შემთხვევა  21 ივნისს მოხდა "მიმი კაზალიკაშვილია გარდაცვლილი, ძალიან კარგი ადამიანი. უკვე დაკრძალეს ეს საცოდავი გოგო, რომელის დაახლოებით 50 წლის იყო....

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ავტოსატრანსპორტო საშუალებით პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირებას...

დაწვრილებითDetails

ერთმანეთს მანქანა და მოტოციკლი შეეჯახა

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

რუსთავის ავტობანზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, შემთხვევის დროს მოტოციკლის მძღოლი, 26 წლის კაცი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დაწვრილებითDetails

„ტროტუარზე, ქალი მანქანამ გაიტანა…” – ავარია თბილისში

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
„ტროტუარზე, ქალი მანქანამ გაიტანა…” – ავარია თბილისში
მთავარი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ დაეჯახა თბილისში, ტროტუარზე მიმავალ ქვეითს მსუბუქი ავტომობილი. ქალის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში, რამდენიმე დღის წინ მოხდა. მანქანის მძღოლი დაკავებულია. ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
ეროვნული ცენტრიდან 60-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს – ნინო ბექიშვილი
მთავარი

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ტარდება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. კერძოდ, რაც შეეხება 2026 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს, ქართული...

დაწვრილებითDetails

2 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ამინდი

2 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +35 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ხელსაყრელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ საკითხს მოაგვარებს. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და დაუგეგმავ ხარჯებს მოერიდეთ. საღამოს ოჯახთან ან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"