LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ

როგორი იქნება 5 ივლისამდე პერიოდი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

დაპოსტა 2026/06/29-ში
A A
553
ნახვა
გაზიარება

პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას ორშაბათიდან იწყებს. მის უარყოფით გავლენას კი ბევრი მალევე იგრძნობს. მიუხედავად ამისა, ზოდიაქოს არაერთ ნიშანს მიმდინარე კვირაში პროფესიულ საქმიანობაში, ფინანსურ სფეროსა თუ პირად ცხოვრებაში წარმატება მაინც ელოდება:

ვერძი

კვირის დასაწყისში ვერძის ნიშნის წარმომადგენლებმა საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ, თუნდაც თავს შესანიშნავად გრძნობდნენ. ამ პერიოდში სპორტით დაკავება და კვების რაციონის გადახედვა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება. პარასკევი და შაბათი მომგებიანი გარიგებების გასაფორმებლად და არასაჭირო კავშირების გასაწყვეტად ხელსაყრელ პირობებს ქმნის. კვირას ახლობლებთან ურთიერთობაში შესაძლოა, დაძაბულობამ იჩინოს თავი, ამიტომ ჯობს, წინასწარ ისეთი აქტივობები შეარჩიოთ, რომლებიც აქტიურ კონტაქტებს არ მოითხოვს.

კურო

კუროებისთვის ამ კვირაში საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება და ბევრი სხვადასხვა საქმისთვის ერთბაშად ხელის მოკიდებაზე უარის თქმა უმნიშვნელოვანესია. კვირის პირველ ნახევარში ემოციები გააკონტროლეთ, რადგან მიმდინარე მოვლენებზე მეტისმეტად მწვავე რეაგირების რისკი არსებობს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა, კონფლიქტები გამოიწვიოს. ოთხშაბათს სასიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი რომანტიკულ სფეროში. კვირა მავნე ჩვევებზე უარის თქმისთვის საუკეთესო დღეა.

ტყუპები

ტყუპები ამ კვირაში, პლანეტების რეტროგრადული მოძრაობის მიუხედავად, თავს ჩვეულებრივზე მსუბუქად იგრძნობენ. კვირის დასაწყისი სასიამოვნო იქნება. ორშაბათი და სამშაბათი საქმიანი შეხვედრებისთვის, პაემნებისა და მოლაპარაკებების გასამართად საუკეთესო შესაძლებლობებს იძლევა. ოთხშაბათს დიდ გარღვევებს არ უნდა ელოდოთ, თუმცა მიმდინარე ამოცანებს წარმატებით შეასრულებთ. კვირის მეორე ნახევარში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. უქმე დღეებში კი ყურადღება ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დაუთმეთ.

კირჩხიბი

კირჩხიბებს საკმაოდ არაერთგვაროვანი პერიოდი ელოდება, რადგან შესასრულებელი საქმე ბევრი იქნება, ენერგია კი შესაძლოა, არ გეყოთ. თუ რაიმე ახლის დაწყებას დიდი ხანია გეგმავდით, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ. ორშაბათი და სამშაბათი მოკლე მოგზაურობებისთვის ხელსაყრელია. ხუთშაბათი ემოციური წონასწორობის აღდგენას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. პარასკევს შესაძლოა, ძველმა შეცდომებმა შეგახსენოთ თავი ან წარსულიდან რომელიმე ადამიანი გამოჩნდეს. უქმეებზე დოკუმენტებსა და ფინანსურ საკითხებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ.

ლომი

ორშაბათს ლომები თავს მუდმივ მოძრაობაში განსაკუთრებით კომფორტულად იგრძნობენ – მოლაპარაკებები, შეხვედრები და სხვადასხვა უწყებაში ვიზიტები მათ სასიკეთოდ წარიმართება. სამშაბათსა და ოთხშაბათს საყოფაცხოვრებო საქმეები, როგორებიცაა დალაგება, რემონტი ან გადაბარგება, მათ არ დაღლის, არამედ, პირიქით, ახალი ენერგიით აავსებს. პარასკევი და შაბათი სრულფასოვანი დასვენებისა და რომანტიკული მომენტებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის. გარდა ამისა, მთელი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს მეგობრები შეასრულებენ – მათთან კომუნიკაცია არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ პრაქტიკულად სასარგებლოც აღმოჩნდება.

ქალწული

ქალწულები იმ ფაქტს, რომ მნიშვნელოვანი საქმეები დროებით წინ არ მიიწევს, აბსოლუტური სიმშვიდით უნდა შეხვდნენ. სამაგიეროდ, პირადი ცხოვრებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პერიოდი დგება, ამიტომ საკუთარი თავისა და ახლობლების გაბედნიერებისათვის ფინანსურ სახსრებსა და დროს ნუ დაიშურებთ. ხუთშაბათსა და პარასკევს გარშემომყოფთა გაკრიტიკებისგან თავი შეიკავეთ და ახლობლებს შეცდომებზე ნუ მიუთითებთ. საკუთარი ვალდებულებები – როგორც ფინანსური, ისე პირადი გაიხსენეთ და მათ დაფარვას შეეცადეთ. უქმეებზე არაფერი დაგეგმოთ, უბრალოდ დაისვენეთ.

სასწორი

სასწორებისთვის ამ კვირაში ნაჩქარევი გადაწყვეტილებების თავიდან არიდება უმნიშვნელოვანესია. თავშეკავება და თვითკონტროლი საკუთარი თავის რწმენის განმტკიცებასა და საზოგადოებაში კარგი შთაბეჭდილების შექმნაში დაგეხმარებათ. ოთხშაბათს მაქსიმალურად კონცენტრირდით და ფხიზლად იყავით, რადგან გაფანტულობამ შესაძლოა, არასასურველ შედეგებამდე მიგიყვანოთ. ხუთშაბათს საქმეებში თანამოაზრეები თამამად ჩართეთ, რადგან ურთიერთგაგების მიღწევა ახლა ძალიან მარტივია. უქმეებზე ფრთხილად იყავით, რადგან აქტიურმა გართობამ და სპორტმა შესაძლოა, ტრავმები გამოიწვიოს.

მორიელი

მორიელებისთვის ეს კვირა შესაძლოა, მეტად შედეგიანი აღმოჩნდეს, თუმცა იგი განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ყოველდღიურ საქმეებსა და კომუნიკაციაში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ. ოთხშაბათს უსაფუძვლო ეჭვიანობის შემოტევები ან დაძაბული სიტუაციებია მოსალოდნელი. პარასკევს ენერგიისა და თავდაჯერებულობის მოზღვავებას უნდა ელოდოთ, რადგან მასშტაბური იდეების რეალიზების სურვილი გაგიჩნდებათ. უქმეებზე ემოციური ფონი არასტაბილური იქნება, ხოლო გაღიზიანებადობამ შესაძლოა, ურთიერთობებს ხელი შეუშალოს. კომპრომისებზე წასვლას შეეცადეთ. ეს ნამდვილად გამოგადგებათ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს მტკიცე ნებისყოფა და შეუპოვრობა დასჭირდებათ. კვირის დასაწყისში საოჯახო საქმეებმა შესაძლოა, ყურადღება მნიშვნელოვანი საკითხებიდან გადაგიტანოთ – პრიორიტეტები სწორად გადაანაწილეთ და სიტუაცია თანდათანობით დასტაბილურდება. ხუთშაბათი რომანტიკისთვის ხელსაყრელი დღეა – პაემანზე წადით ან საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. პარასკევს მგზავრობისას ყურადღებით იყავით. კვირის ბოლოს ჩვეული საქმეები მეტ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ეს მომავალი წარმატებებისთვის საიმედო საფუძველს შექმნის.

თხის რქა

თხის რქებმა ამ კვირაში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. პიროვნული და პროფესიული განვითარება განაგრძეთ, თუმცა დასვენების აუცილებლობა არ დაივიწყოთ. კვირის შუა პერიოდში რომანტიკული ურთიერთობების გააქტიურებაა მოსალოდნელი. ძველი ნაცნობები შესაძლოა, სრულიად მოულოდნელი კუთხით დაინახოთ. პარასკევს გარშემომყოფებთან მცირე უთანხმოებებია მოსალოდნელი. შაბათს ყურადღება ბავშვებსა და ხანდაზმულ ნათესავებს დაუთმეთ. კვირას გეგმები შესაძლოა, დაირღვეს, თუმცა ფარ-ხმლის დაყრა არ ღირს – დასახული მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ იარეთ.

მერწყული

კვირის დასაწყისი მერწყულებისთვის მეტად ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. თქვენთვის სრულიად უჩვეულო საკითხებშიც კი საკმაოდ სწრაფად გაერკვევით. სამშაბათი გულახდილი საუბრებისა და გრძნობების გაზიარებისთვის საუკეთესო დღეა. ოთხშაბათს განსაკუთრებული სიფხიზლის გამოჩენაა საჭირო, რადგან ღირებული ინფორმაცია შესაძლოა, მოულოდნელი წყაროებიდან მიიღოთ, ამიტომ გარშემომყოფთა სიტყვებს კარგად მოუსმინეთ. კვირის მეორე ნახევარში ზედმეტ ხარჯებს მოერიდეთ. უქმე დღეები შემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

თევზები

თევზებისთვის ძალებისა და ენერგიის ძლიერი მოზღვავების პერიოდი იწყება – ყველაზე რთულ ამოცანებსაც კი თამამად შეეჭიდეთ, თქვენ მათ თავს აუცილებლად გაართმევთ. სამშაბათს ურთიერთობებში შერჩევითი იყავით და მხოლოდ სანდო ადამიანებს დაეყრდენით. ხუთშაბათს ყურადღება ახალ იდეებს მიაქციეთ – მათ შორის შესაძლოა მართლაც პერსპექტიული ჩანაფიქრები აღმოჩნდეს. თუ პარასკევს ემოციების მართვას შეძლებთ, მომგებიან თანამშრომლობაზე შეთანხმების შანსი გაგიჩნდებათ. უქმე დღეები ბუნებაში გასასვლელად და აქტიური დასვენებისთვის შესანიშნავი პერიოდია.

წყარო: ბომონდი 

გაზიარება221

დაკავშირებული -პოსტები

ზესტაფონში მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება – რას მოიცავს ობიექტი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ზესტაფონში მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება – რას მოიცავს ობიექტი
ეკონომიკა

ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილ მრავალფუნქციურ კომოლექსს შპს “აისინქი” დააპროექტებს. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე შესაბამისი ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდა კომპანიასთან უკვე გააფორმა. მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირების მიზნით გამოცხადებულ ტენდერს 6 პრეტენდენტი ჰყავდა. ესენია:...

დაწვრილებითDetails

რისი გაკეთება იგეგმება ჭიათურაში კაცხის სვეტსა და მღვიმევის მონასტერთან

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
10 განსაკუთრებული ადგილი იმერეთში, რომელიც ჯერ არ გინახავთ
ეკონომიკა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კაცხის სვეტსა და მღვიმევის მონასტერთან ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე შესყიდვა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მართვე პლაჟის ფეხბურთში საქართველოს 2026 წლის ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ქუთაისის მართვე პლაჟის ფეხბურთში საქართველოს 2026 წლის ჩემპიონია
მთავარი

 მართვე პლაჟის ფეხბურთში საქართველოს 2026 წლის ჩემპიონია!  ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების N94-ე საფეხბურთო სკოლის ბაზაზე დაკომპლექტებული გოგონათა გუნდი - ,,მართვე”, პლაჟის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა პლაჟის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი...

დაწვრილებითDetails

ავარია აჭარაში – დაღუპულია 40 წლის მამაკაცი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ხელვაჩაურში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენბ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

დღეს სრულდება არჩევნებში მონაწილეობისთვის საარჩევნო სუბიექტების მომართვის ვადა – ნათია იოსელიანი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

შუალედურ არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს, დღის ბოლომდე უნდა მიმართოს. ცესკომ საკრებულოების შუალედური არჩევნები 3 ოქტომბერს დანიშნა. არჩევნები ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება. შუალედური არჩევნების...

დაწვრილებითDetails

60 წლის კაცი წყლის ძველ სათავსოში ჩავარდა და დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
60 წლის კაცი წყლის ძველ სათავსოში ჩავარდა და დაიღუპა
მთავარი

გურჯაანში უბედურ შემთხვევას 60 წლის კაცი ემსხვერპლა - ფაქტი ე.წ. ობელისკების ტერიტორიაზე მოხდა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დიდების მემორიალის ჩასასვლელში ამორტიზირებული ბეტონის საფარი ჩატყდა და კაცი ათწლეულების წინ გაუქმებულ, მიწისქვეშა წყლის...

დაწვრილებითDetails

სასწრაფოს საცხოვრებელი სახლის ეზოში შუახნის მამაკაცი მიწაზე უგონოდ დახვდა

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
სასწრაფოს საცხოვრებელი სახლის ეზოში შუახნის მამაკაცი მიწაზე უგონოდ დახვდა
მთავარი

თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო. ადგილზე მისულ ბრიგადას საცხოვრებელი სახლის ეზოში შუახნის მამაკაცი მიწაზე უგონოდ დახვდა. პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა. პაციენტის ოჯახის წევრები და...

დაწვრილებითDetails

კობა ფარტენაძე, პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე. უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ კობა ფარტენაძემ 16 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

მატარებელი 35 წლის კაცს დაეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
საქართველოს რკინიგზამ ბოლო წლების განმავლობაში ასობით მილიონი ლარი იზარალა- აუდიტი
მთავარი

დაბა ჩაქვში 35 წლის მამაკაცი მატარებლის შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.   ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილი ბელარუსიდან იყო.   მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.   ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული....

დაწვრილებითDetails

დაკავებულია მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დაკავებულია, - აღნიშნულის შესახებ ადვოკატი თემურ ქავშბაია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, კობა ფარტენაძე, ზესტაფონის განყოფილებაშია გადაყვანილი.   „დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"