საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 19 წლის გოგო, რომელიც მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში 12 დღე მკურნალობდა, გარდაიცვალა.
ლამია ალახვერდიევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მკვიდრია. უბედური შემთხვევა მის საცხოვრებელ სახლში სოფელ თულარში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სამზარეულოში გაზმა გაჟონა და აფეთქდა, რა დროსაც გოგონამ სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. ის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მიღებული დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა.









