მსოფლიოში ოქროს კვლავ გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 174 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.21%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 65.3 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.36%-ით დაკლებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება საქართველოს, ერთ დღეში გრამი “ბაჯაღლო” 13 ლარით გაძვირდა. ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 368 ლარი ღირს, როცა გუშინ მისი ფასი 381 ლარი იყო. 750 სინჯის – 276 ლარი (გუშინ 286 ლარი ღირდა), ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 215 ლარი ღირს (გუშინ 223 ლარი ღირდა).










