ამ ინფორმაციას შეერთებულ შტატებში მცხოვრები ყოფილი საქართველოს განათლების მინისტრი კახა ლომაია აქვეყნებს და 20 მარტის ვითარებას ნიუიორკში მოკლედ აღწერს :
[coronavirus-who-dashboard height_px=”800px”],, 20 მარტი
გაერო ვირტუალურად მუშაობს. დღეს ერთი დიდი ვირტუალური შევხედრაც შედგა. მართალია, არაფორმალური, მაგრამ მაინც, 80-მდე დელეგაცია მონაწილეობდა. პროგრამა Teams-ს, რომლითაც ვსარგებლობთ, 250-მდე მონაწილის მომსახურება შეუძლია.
ნიუ-იორკში, დაგვიანებით, მასირებული ტესტირებები დაიწყო. შესაბამისად, გამოვლენილ დაავადებულთა რიცხვიც გაიზარდა. საავადმყოფოებს გაუჭირდათ გაზრდილ ნაკადებთან გამკლავება. სამხედრო ინჟინერთა კორპუსი განიხილავს გეგმას, რომ ზოგიერთი სასტუმრო და ყველაზე დიდი საგამოფენო ცენტრი “ჯევიტცი”, დროებით ჰოსპიტლად გადააკეთონ.
გადასახადების გადახდის დღე 15 აპრილიდან 15 ივლისისთვის გადაიტანეს. ეს აქაურებისთვის დიდი ამბავია.
საფონდო ბაზრების ინდექსები დღის განმავლობაში 0%-ის ირგვლივ დაცურავდნენ, საღამოს 4-5%-ით ჩამოქვეითდნენ.
სასურსათო მააღაზიები შეუფერხებლად მუშაობენ.
70-ზე ახალგაზრდებს გვირჩევენ სახლიდან მხოლოდ სურსათის ან წამლის შესაძენად გადითო. სეირნობა და ვარჯიშიც ნებადართულია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით.
წინა დღეებთან შედარებით, ცოტა დაძაბული დღე იყო. სამაგიეროდ, გაზაფხული დაგვიდგა, 23 გრადუსი იყო. ჩვენი სკოლის ეზოში ბავშვები მთელი დღე თამაშობდნენ და ერთობოდნენ.”_წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრე კახა ლომაია.
” ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ, ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური და სწორი” – ნათია თურნავა ოთარ ფარცხალაძეზე
ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური და სწორი, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტს კითხვაზე: „ნანობთ თუ არა, რომ წლების წინ ოთარ ფარცხალაძის დასაცავად მოქმედებდით“. ნათია თურნავას განცხადებით,...








