სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვების ობიექტ „სამიკიტნოს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ჭიათურაში კვების ობიექტი „სამიკიტნო” (მის: ჭიათურის რაიონი, სოფ. კალაური, ინდმეწარმე ლ. მ.) გეგმურად შეამოწმეს.
ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა:
▪️ გამწოვი სისტემის გაუმართაობა;
▪️ არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია;
▪️ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა მიმდებარე ტერიტორიაზე.
გამოვლენილი დარღვევბის გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
ℹ️ სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.
ვაკეში მკვლელობა მოხდა
ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა ვაკეში - "პირველების" ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაძე მოკლულია ერთი ადამიანი. მათივე ცნობით, ასევე დაჭრილია ორი პირი. ამ წუთებში ვაკეში კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული და პერიმეტრი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული....








