LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევები – TI განახლებულ სიას აქვეყნებს

2025 წელს კორუფციულ საქმეებში მხილებულთა შორის 13 მაღალი თანამდებობის პირი იყო – გენერალური პროკურორი

დაპოსტა 2026/06/05-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

2025 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 82 პირის მიმართ, რომლებიც კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურში, მათ შორის, 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას მაღალი თანამდებობის პირი იყო. შედარებისთვის აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დევნა დაწყებული იყო საჯარო სექტორში დასაქმებული 61 პირის მიმართ, მათ შორის, მხოლოდ 2 იყო მაღალი თანამდებობის პირი, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა კორუფციულ დანაშაულებში მხილებულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი და დევნა დაიწყო 125 პირის მიმართ, რაც 42 ბრალდებულით აღემატება წინა წლის შედეგს.

მისი თქმით, კორუფციულ დანაშაულზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიანობის გასაზრდელად 2025 წელს სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს ბაზაზე შეიქმნა კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2025 წელს საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 230 სისხლის სამართლის საქმეზე, რაც წინა 3 წელთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2025 წელს ყველაზე ხშირად, 72-ჯერ გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, 66 შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, 59 შემთხვევაში მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, 26 შემთხვევაში სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, 18 ქრთამის აღების და 8 – ქრთამის მიცემის შემთხვევებზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 7 და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის 4 ფაქტზე“ – აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული ქონების მითვისების ან გაფლანგვის ფაქტებზე დროული რეაგირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრალდებული იყენებს სამსახურებრივ მდგომარეობას.

„2025 წელს დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით 43 ბრალდებულით პირველ ადგილზეა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი მითვისება-გაფლანგვა, მას მოჰყვება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება 23 პირით, სამსახურებრივი სიყალბე – 22 ბრალდებულით, ქრთამის აღება – 18 პირით, სამსახურებრივი გულგრილობა – 16 პირით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება – 7 ბრალდებულით, ქრთამის მიცემა – 6 პირით და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა – 4 ბრალდებულით. ხაზგასასმელია, რომ 2025 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 82 პირის მიმართ, რომლებიც კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურში, მათ შორის, 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო მაღალი თანამდებობის პირი“ – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

ანგარიშის წარდგენისას, გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ 2025 წელს მითვისება-გაფლანგვის ჩადენის გამო დამნაშავედ იქნა ცნობილი 44 პირი, სამსახურებრივი სიყალბისთვის გასამართლდა 16 პირი, ქრთამის აღებისთვის – 10 პირი, ხოლო ქრთამის მიცემისთვის – 6 პირი.

„რაც შეეხება კერძო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულს, გამოძიება დაიწყო 77 სისხლის სამართლის საქმეზე. მათ შორის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე 47 საქმეზე, კომერციული მოსყიდვის – 17 საქმეზე და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების – 13 საქმეზე. კერძო სექტორში კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 115 პირის მიმართ, მათ შორის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე 81 პირის მიმართ, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 22 პირის მიმართ და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე 12 პირის მიმართ. ვინაიდან კორუფციულ დანაშაულები ხშირად ხასიათდება მატერიალური ზარალით 2025 წელს, მართლმსაჯულების ინტერესების უზრუნველსაყოფად, ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ 294 ერთეულ უძრავ ქონებას, 34 ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და 64 კომპანიის წილს. 2025 წელს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა კერძო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულში მხილებული 82 პირის მიმართ და ჩამოართვა 825 492 ლარის ღირებულების 15 უძრავი ქონება და 261 000 ლარის ღირებულების 4 სატრანსპორტო საშუალება“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას tvpirveli.ge-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახლობლები კორპუსში, სადაც გოგო და ბიჭი ცხოვრობდნენ, მას შემდეგ მივიდნენ, რაც არცერთი მათგანი კონტაქტზე არ გადიოდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა პირი, რომელიც ხელისუფლებას წამებაში ადანაშაულებდა

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა პირი, რომელიც ხელისუფლებას წამებაში ადანაშაულებდა
მთავარი

ისრაელის მოქალაქე, ბიზნესმენი იგორ ასკაროვი, რომელიც ხელისუფლებას წამებაში ადანაშაულებდა, ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა - ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს და წერს, რომ ის ძალადობასა და წამებაში ჯერ ოზურგეთის პოლიციასა და პროკურატურას, მოგვიანებით...

დაწვრილებითDetails

სიმართლე უნდა ითქვას – ყველანი ნასვამები ყოფილან – რას ჰყვება ადგილობრივი ქუთაისში დატრიალებულ ტრაგედიაზე?

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
კაცი ადგილზე გარდაიცვალა,ბათუმში მანქანა ქვეითს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვნის, 16 წლის გიორგი ხურციძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცნობილია, რომ იმავე დღეს სამართალდამცავებმა დააკავეს საჭესთან მჯდომი გოგონა. დაღუპული არასრულწლოვანი გიორგი ხურციძე ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთში, საბავშვო ბაღის ეზოში, მასწავლებელი გველმა დაკბინა

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
გველმა არასრულწლოვანს უკბინა
მთავარი

ოზურგეთში, საბავშვო ბაღის ეზოში, მასწავლებელი გველმა დაკბინა - ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.  მფაქტი რამდენიმე დღის წინ მეორე საჯარო სკოლის წინ, საბავშვო ბაღის ეზოში  მოხდა. როგორც  ცნობილია მასწავლებელს სამედიცინო ჩარევისთვის ბათუმში...

დაწვრილებითDetails

ორი ადამიანის გარდაცვალებაზე „აბანოთუბანი ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

„ძველ თბილისში, აბანოებში ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით „აბანოთუბანი ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს. აბანოთუბანი ჯგუფი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. კომპანიის...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანმა 40 წლის კაცი მოკლა

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

მკვლელობა რუსთავში. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, გარეჯის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზა, ცივი იარაღით 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. შსს-ს ცნობით. არასრულწლოვანი დაკავებულია და გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,...

დაწვრილებითDetails

2025 წელს თაღლითობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა655 პირის მიმართ დაიწყო – გიორგი გვარაკიძე

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
750 ათას ლარამდე სესხის აღებას მოქალაქეები მხოლოდ ლარში შეძლებენ
მთავარი

საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა. შემუშავდა აქტივობები, რომელთა განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

საერთაშორისო აეროპორტში FBI-ის მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
საერთაშორისო აეროპორტში FBI-ის მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, დააკავეს...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 42 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - უზბეკეთის, ბანგლადეშის, თურქმენეთის, უგანდის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნსამართლევი 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"