ეს არის გამარჯვება, ბავშვებმა გაიმარჯვეს – ჩვენი აქციებიც დღეს დასრულდება. აქცია აღარ იქნება კანცელარიასთან და გადავდივართ უკვე სამუშაო პროცესში -ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის დედამ, თაკო გოგალაძემ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 1.5-2 თვის ვადაში მედიკამენტები იქნება უკვე საქართველოში, ბავშვები დაიწყებენ ამ მედიკამენტების მიღებას.
„ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს არის გამარჯვება, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მუშაობა იწყება კონკრეტულ მედიკამენტებზე დღეიდან. 1.5-2 თვის ვადაში მედიკამენტები იქნება უკვე საქართველოში, ბავშვები დაიწყებენ ამ მედიკამენტების მიღებას. მთავარია, რომ დიუშენის თემა გადაწყდა ჩვენს ქვეყანაში. გადაიდგა უკვე ნაბიჯები. დღეიდან იწყება უკვე მუშაობა, შეიქმნება სამუშაო გუნდი, სადაც ვართ ჩვენც, მშობლებიც. ყველა ეტაპზე და ყველა შეხვედრაზე ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას.
ორი მედიკამენტით დაიწყება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულდა. ცოტა მეტი პროცესი სჭირდება დანარჩენ მედიკამენტებს. გრძელდება მუშაობა, არ დასრულებულა, უბრალოდ პირველ ეტაპზე, ყველაზე მოკლე ვადაში რა გადაწყვეტილებაც შეიძლება რომ მიგვეღო და სასწრაფოდ დაეწყოთ ბავშვებს მკურნალობა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2 მედიკამენტით დაიწყებენ. ეს არის გამარჯვება, ბავშვებმა გაიმარჯვეს. დღეიდანვე იწყება მუშაობა ფარმაცევტულ კომპანიებთან. ჩვენი აქციებიც დღეს დასრულდება. აქცია აღარ იქნება კანცელარიასთან და გადავდივართ უკვე სამუშაო პროცესში“,- განაცხადა თაკო გოგალაძემ.










