მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაჯავშნის თარიღები იცვლება და ადგილები ემატება. ამის შესახებ ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად კი, სააგენტოს ინფორმაციით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი თარიღების დაჯავშნა, ერთი თვის ნაცვლად თვენახევრიან ვადაში გახდა ხელმისაწვდომი.
„საგამოცდო ადგილების შევსების შემდეგ, ამავე პერიოდზე ეტაპობრივად 3 000-ზე მეტი ადგილი დაემატება. ეს შესაძლებლობას მისცემს იმ პირებსაც, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ადგილების გახსნისთანავე დაჯავშნა ვერ მოახერხეს, გამოცდაზე გასვლის თარიღი მოგვიანებით შეარჩიონ“, – წერია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.










