ქუთაისში ავარიას 16 წლის სპორცმენი გიორგი ხურციძე ემსხვერპლა.
,,საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი ხურციძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
სამძიმარს ვუცხადებთ გიორგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ქუთაისის სპორტულ საზოგადოებას.
ზოგი ადამიანი ასაკით ახალგაზრდაა, მაგრამ თავისი ხასიათითა და დამოკიდებულებით დიდ კვალს ტოვებს. გიორგი სწორედ ასეთი ადამიანი იყო.
მშვიდობით, ჩემპიონო…” – ნათქვამია გავრცელებულ წერილში.
ცნობისვის, ქუთაისში ავარია გუშინ გამთენიისას საფიჩიაზე მოხდა. როგორც ცნობილია ავტომობილში 4 არასრულწლოვანი ისხდა, მათ ავტომილი დაუკითხავად ჰყავდათ წაყვანილი.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
ფაქტზე დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელიც ავტომობილს მართავდა.










