LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ეს იყო იმედისმომცემი შეხვედრა – ზაქრო გვიშიანი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე

შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ეს იყო იმედისმომცემი შეხვედრა – ზაქრო გვიშიანი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე

დაპოსტა 2026/06/03-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან – ყველა საკითხი გავიარეთ, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პროცესი არ არის პოლიტიკურად მართული, – ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ფორმატი შეიქმნება და სავარაუდოდ, 5 ივნისს, შეხვედრა კვლავ გაიმართება.

„დეტალურად გადავეცით ინფორმაცია მედიკამენტებთან, მიმდინარე პრობლემებთან მიმართებაში, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა საჭირო უწყვეტი აქციის გამართვა მთავრობის სასახლის წინ. ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან. გავცვალეთ ინფორმაციები. ვხედავთ უკვე მზაობას, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე მაქსიმალურად მიიღებს ინფორმაციას და ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ფორმატი. ჩვენ მაქსიმუმ, ზეგ ისევ შევხვდებით და ცალკეულ საკითხებს ისევ გავივლით, რაც დღეს ვერ მოხერხდა. ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პროცესი არ არის პოლიტიკურად მართული. მშობლების, რომლებიც ჩართულები ვართ, ძირითადი მოთხოვნაა მედიკამენტების მიღება. საზოგადოებამ რომ გამოხატა სოლიდარობა, არავის მხრიდან არ არის მართული და დაკავშირებულია იმ საჭიროებებთან, რაც აუცილებელია ბავშვებთან მიმართებაში. არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია ფარმაცევტულ კომპანიებთან და ძალიან ცუდად ჟღერდებოდა, თითქოს რომელიმე ფარმაცევტული მაფიის მართული იყო რომელიმე მშობელი ან ორგანიზაცია. ამ კითხვებსაც გაეცა პასუხი. პასუხი გაეცა იმასაც, რომ ბუნებრივია, არაერთი მედიკამენტია, რომელიც აღიარებულია როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში და ბოლოს დიდმა ბრიტანეთმაც აღიარა. ამასთან მიმართებაში გაიცვალა ინფორმაციები და მიიღო საჭირო ინფორმაცია,“ – განაცხადა გვიშიანმა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეც ესწრებოდა და საერთოდ არ ყოფილა საუბარი მედიკამენტების უკუჩვენების შესახებ და ფატალურ შედეგებზე.

გვიშიანი აღნიშნავს, რომ დღევანდელი შეხვედრა იმედისმომცემი იყო და „შემდეგი შეხვედრები იქნება კონკრეტიზაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია მედიკამენტების მისაღებად“.

„სამუშაო ჯგუფი შეხვედრების ფორმატში იქნება და თითოეულ მედიკამენტზე იქნება გავლილი. აღარ იყო ახლა საუბარი უსაფრთხოებაზე. საუბარი უფრო იყო იმაზე, რომ ეფექტურია ეს მედიკამენტები და არ არის აუცილებელი, რომ ყველაზე მკაცრმა რეგულატორმა „ემამ“ აღიაროს ცალკეული მედიკამენტები. ბატონ პრემიერს არც ერთი კითხვა არ დაუსვამს იმის თაობაზე, რატომ არ არის აღიარებული „ემას“ან სხვა ქვეყნების მიერ თუნდაც „ვამოროლონი“, ან „ჯივინოსტატი“. ჩვენ დავრწმუნდით ამაში, რომ თითოეული კითხვა იყო მიმართული იმისკენ, რომ მართლაც გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები პრემიერ-მინისტრის მხრიდან.

გადაჭრით არც ერთ მედიკამენტზე არ ყოფილა [საუბარი[, თუმცა 4-ვე მედიკამენტზე იყო საუბარი, რა გზებით შეიძლება აწარმოოს სახელმწიფომ მოლაპარაკება. იყო ეფექტურობაზე საუბარი 4-ვე მედიკამენტებზე. საუბარი იყო, რა გზებით შეიძლება მაქსიმალურად უმოკლეს დროში მიღწეული იქნეს შეთანხმება. დღევანდელ შეხვედრაზე ვერ იქნებოდა ვერც ერთი გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ დაიწყო ეს პროცესი. თითოეული მშობელი და ორგანიზაცია მივესალმებით ამ პროცესის დაწყებას. ბოლომდე მოგვისმინეს. ბუნებრივია, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არის კომუნიკაცია. შედგა ეს კომუნიკაცია, გაგრძელდება სამუშაო ფორმატი და მშობლები დარწმუნებული ვართ, რომ მაქსიმალურად უახლოეს პერიოდში იქნება ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიღებული. ეს იყო მართლაც იმედისმომცემი შეხვედრა, რაც აქამდე გვქონია,“ – განაცხადა გვიშიანმა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

სიკ­ვდი­ლამ­დე მო­უს­წრია და ცო­ლის­თვის უთ­ქვამს მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა – რა ახალი დეტალები ხდება ბათუმში მოკლული მამაკაცის შესახებ

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
“რო­გო­რი სა­ში­ში გახ­და ცხოვ­რე­ბა” – ცნობილია ბათუმში მოკლული კაცის ვინაობა
მთავარი

ბათუმში პირველ ივნისს მოკლულ 43 წლის როლანდ დავითაძეს (როლიკა) ე.წ ბო­ნის ქუ­ჩა­ზე 8 ტყვია შვილის თვალწინ მისმა მეგობარმა ესროლა - ამის შესახებ ინფრომაციას ამბები. ჯი ავრცელებს. გამოცემა ადგილობრივის მონაყოლზე დაყრდნობით წერს, რომ მოკლული...

დაწვრილებითDetails

აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლება უსამართლო და დაუსაბუთებელია – ქარტია:

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
„აჭარის ტელევიზიიდან“ თანამშრომლები გაუშვეს
მთავარი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან 14 თანამშრომლის გათავისუფლებას უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. ქარტია მაუწყებლის მენეჯმენტს სამართლიანობისკენ, რეორგანიზაციის პროცესში კი გათავისუფლებებთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობისა და სიცხადისკენ მოუწოდებს. 2...

დაწვრილებითDetails

მაისში წლიურად ფასები 5.7%-ით გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
რომელი პროდუქტები გაიაფდა ყველაზე მეტად
ეკონომიკა

2026 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი,ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა...

დაწვრილებითDetails

„თეატრალური იმერეთი 2026“ იწყება

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
მესხიშვილის თეატრი მსახიობთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს
მთავარი

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი – „თეატრალური იმერეთი 2026“ იწყება.  ფესტივალი 24 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება. ფესტივალში იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მოქმედი თეატრები ჩაერთვებიან. „წელს სიახლეა, რომ სპექტაკლები მუნიციპალიტეტებში ჩატარდება, ნაცვლად ქუთაისის ლადო...

დაწვრილებითDetails

“შვილის ნათლიამ სანადირო თოფით მოკლა…” – სამეგრელოში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

მისაღებ ოთახში შესულ ახლობლებს თეა ხარგელია უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ახალგაზრდა ქალი იატაკზე იწვა და სისხლისგან იცლებოდა. სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მძიმედ დაჭრილი გზაშივე გარდაიცვალა. ცეცხლსასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში სასიკვდილო აღმოჩნდა....

დაწვრილებითDetails

კაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
“ქალმა იხუმრა” – 36 წლის ქალის მკვლელობის მოტივი ცნობილია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ფეხბურთელი ჯაბა დვალი

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ფეხბურთელი ჯაბა დვალი
მთავარი

საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. “უდიდესი გულისტკივილით უნდა გაცნობოთ, რომ გარდაიცვალა წარსულში ჩვენი კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი და ეროვნული ნაკრების წევრი, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” გენერალური დირექტორი ჯაბა დვალი“,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში....

დაწვრილებითDetails

„სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და შეეცადნენ მასში არსებულ ფულს დაუფლებოდნენ”- 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, დილის საათებში ბრალდებულებმა, თანხის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბათუმში, ბრალდებულის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"