ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ქაჯაია გარდიცვალა. მესხიშვილის თეატრი სამძიმრს წერილს აქვეყნებს:
“არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად კულისებში რჩებიან, მაგრამ თეატრის ყოველდღიურ ცხოვრებას სწორედ მათი ერთგულება, თავდადება და სიყვარული ამაგრებს.
ნანა ქაჯაიას მამა, ავალო ქაჯაია, წლების განმავლობაში ემსახურებოდა მესხიშვილის თეატრს და, თითქოს, ეს სიყვარული მემკვიდრეობით გადაეცა შვილსაც. ნანა იყო ადამიანი, რომელიც თეატრს არა მხოლოდ წარმოადგენდა, არამედ გულით ატარებდა. მისი ღიმილი, კეთილგანწყობა, ყურადღება და თეატრისადმი ერთგულება ყველას ემახსოვრება, ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონია.
განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ. იგი ყოველთვის ზრუნავდა მაყურებელთან ურთიერთობაზე, აფასებდა მათ სიყვარულს თეატრისადმი და ამ სიყვარულს თავადაც გულწრფელად პასუხობდა.
ნანა ქაჯაიას ადამიანური სითბო და პროფესიული ერთგულება სამუდამოდ დარჩება მესხიშვილის თეატრის ისტორიასა და მის გულშემატკივართა მეხსიერებაში.
მესხიშვილის თეატრის თანამშრომლები ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
ნათელი მის ხსოვნას.” – წერს მესხიშვილის თეატრი სამძიმრის წერილში.