მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასები ნელ-ნელა, მაგრამ ზრდას განაგრძობს. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 531 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.23%-იან მატებას წარმოადგენს.
გუშინ კი ოქროს ფასი ამ დროისთვის უნცია ოქრო 4 495 დოლარი იყო.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 76.71 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 2.42%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, მცირე მატების შედეგ, ადგილობრივად ძვირფასი ლითონის ღირებულებამ მცირედით იკლო. ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 392 ლარი ღირს, როცა გუშინ გრამის ფასი 401 ლარი იყო, 750 სინჯის – 294 ლარი (გუშინ 301 ლარი), ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 229 (გუშინ 235 ლარი) ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, მისი ფასი თითქმის უცვლელია და 999 სინჯის ვერცხლი 6.49 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.68 ლარი ღირს.










