LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ფსიქოლოგიური ძალადობის გარდა, მას ძარცვავდნენ, ოთახში გამოკეტეს – ინდოელი სტუდენტის მშობლები

ფსიქოლოგიური ძალადობის გარდა, მას ძარცვავდნენ, ოთახში გამოკეტეს – ინდოელი სტუდენტის მშობლები

დაპოსტა 2026/05/30-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება
ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ პირთან, რომელთან ერთადაც მას ბინა ჰქონდა ნაქირავები. ისიც ინდოეთის მოქალაქეა. ოჯახის ინფორმაციით, შვილთან კონტაქტი თბილისის აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე გაწყდა და მას შემდეგ ვეღარ დაუკავშირდნენ. ისინი ამბობენ, რომ ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა.
 23 წლის დვანიტ რაჯდიპის მშობლებთან ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ, ინდურმა მედიამ ჩაწერა. მაშინ სტუდენტი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლებოდა:
 “ჩვენი მოთხოვნაა, რომ პოლიციამ ყველა ეჭვმიტანილი დააკავოს. ისინი მხოლოდ დაკითხეს და მალევე გაათავისუფლეს. ფსიქოლოგიური ძალადობის გარდა, მას ძარცვავდნენ. ჩემი შვილის ანგარიშიდან თანხაა გადარიცხული, რაც სწორედ ამ ზეწოლის შედეგია.” | ამბობს დედა, დჰარმიშთა რაჯდიპი.
 “ბოლო 1 თვის განმავლობაში, იმ სახლში, სადაც ჩემი შვილი ცხოვრობდა, მას უამრავ პრობლემასთან უწევდა გამკლავება. ჩემს შვილს ქირაც გადახდილი ჰქონდა და დეპოზიტიც, თუმცა სულ რამდენიმე დღეში იქ მცხოვრებმა პირებმა მისი შევიწროება დაიწყეს. საჭმელს უჭამდნენ, ფულს ჰპარავდნენ და ტანსაცმელსაც კი უყრიდნენ. ამით შეწუხებულმა ჩემმა შვილმა სახლის დატოვება გადაწყვიტა. სხვაგან ნახა ოთახი და იქ
უნდა გადასულიყო. ჩემმა შვილმა სახლის მფლობელს, სახელად ანილს დეპოზიტი მოსთხოვა და უარი მიიღო. შემდეგ ანილმა ჩემ შვილს უთხრა, რომ თითქოს მან სახლის კარი დააზიანა და უფრო მეტი უნდა გადაეხადა. ჩემმა შვილმა ჯერ უარი თქვა, თუმცა ოთახში გამოკეტეს და იქიდან დაარეკინეს ჩემთან. მესმოდა როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას. საბოლოოდ თანხა მივეცით. ჩემი შვილი
იმდენად იყო შეშინებული, რომ ვუთხარი ინდოეთში დაბრუნებულიყო, ბილეთი ვუყიდე. მეუბნებოდა, რომ აეროპორტისკენ გზაზე იყო, როდესაც მასთან კომუნიკაცია გაწყდა. ტელეფონს აღარ უპასუხია” | ამბობს მამა ინდურ მედიასთან. [ფორმულა]
 23 წლის სტუდენტის, დვანიტ რაჯდიპის ცხედარი მტკვარში გუშინ ნახეს. ახალგაზრდას 14 მაისის შემდეგ ეძებდნენ. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო , რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

„გლოვობს ჩემი ბათუმი…” – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ბათუმში ახალგაზრდა კაცს, კახა კიკაბიძეს გლოვობენ. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „კახა კიკაბიძე, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ცა ჩამოიქცა... ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის ლამაზ სულს და...

დაწვრილებითDetails

პროფესორი თამარ (დოდო) კეზელი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
პროფესორი თამარ (დოდო) კეზელი გარდაიცვალა
მთავარი

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „პროფესორი თამარ (დოდო) კეზელი წლების განმავლობაში იყო ჩვენი უნივერსიტეტისა და აკადემიური საზოგადოების გამორჩეული წევრი - ლექტორი, რომელსაც სტუდენტები არაერთხელ ასახელებდნენ რჩეულ პროფესორად. მისი...

დაწვრილებითDetails

სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა
მთავარი

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. სუს-ის უფროსის მოადგილის ლაშა მაღრაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც მან ბრიფინგზე...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მამაკაცის ვინაობა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
ცნობილია, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მამაკაცის ვინაობა
მთავარი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მამაკაცი, 33 წლის სოსო ჩახუტაშვილია. ახალგაზრდა კაცი სოფელ ართანის მკვიდრია. ის ოჯახთან ერთად, სოფლის მეურნეობას მისდევდა და კერძო პირთანაც იყო დასაქმებული. ავარიის დროს ავტომობილში...

დაწვრილებითDetails

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი  ივნისის ასტროლოგიურ კალენდარზე წერს. „2026 წლის ივნისი არის თვე, როდესაც ფრაზამ „როგორმე გადავაგორებ“ შეიძლება თქვენს საზიანოდ იმუშაოს. არის დღეები, როდესაც მნიშვნელოვანი შეხვედრები, მოლაპარაკებები, გარიგებები, სერიოზული...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის, ძველი-თბილისის, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების...

დაწვრილებითDetails

თეთრიწყაროში მამაკაცი დაჭრეს

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

თეთრიწყაროში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მამაკაცი დაჭრეს. პოლიციამ ერთი პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარების...

დაწვრილებითDetails

ჯაშუშობის ბალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგი გამართა. მისი განმარტებით, დაკავებული დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. მაღრაძის ინფორმაციით, ბრალდებული ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

თელავში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

თელავის მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, კიდევ ერთი პირი კი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ართანაში მოხდა. თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. მიღებული დაზიანებებით 30...

დაწვრილებითDetails

სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

23 წლის ინდოელი სტუდენტი, დვანიტ რაჯდიპი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ინდოელი სტუდენტის ცხედარი მტკვარში ნახეს. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"