დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„პროფესორი თამარ (დოდო) კეზელი წლების განმავლობაში იყო ჩვენი უნივერსიტეტისა და აკადემიური საზოგადოების გამორჩეული წევრი – ლექტორი, რომელსაც სტუდენტები არაერთხელ ასახელებდნენ რჩეულ პროფესორად.
მისი პროფესიონალიზმი, ცოდნა და საქმისადმი ერთგულება მრავალი მომავალი ექიმის განათლებასა და პროფესიულ ჩამოყალიბებაში აისახა.
თუმცა, მის შესახებ საუბრისას მხოლოდ პროფესიულ მიღწევებზე საუბარი საკმარისი არ არის. პროფესორი დოდო კეზელი იყო ადამიანი, რომელიც მუდმივად გასცემდა სიყვარულს, სითბოს, სიკეთესა და სიმშვიდეს.
მისი კეთილგანწყობა, ადამიანებისადმი გულწრფელი დამოკიდებულება და თანადგომა განსაკუთრებულ კვალს ტოვებდა როგორც სტუდენტების, ისე კოლეგების ცხოვრებაში.
დოდო კეზელი ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიაში დარჩება, როგორც გამორჩეული პროფესორი და იმ ადამიანების გულებსა და მეხსიერებაში, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონია.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ თამარ (დოდო) კეზელის გარდაცვალების გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს, სტუდენტებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ის განსაკუთრებული და ძვირფასი პიროვნება იყო“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.










