LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა

ჯაშუშობის ბალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს

დაპოსტა 2026/05/30-ში
A A
61
ნახვა
გაზიარება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

აღნიშნულის შესახებ სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგი გამართა.

მისი განმარტებით, დაკავებული დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.

მაღრაძის ინფორმაციით, ბრალდებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ჯაშუშობის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.

დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენელებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც.

საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

დევნილთა სამინისტრომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც თბილისში ბინები გადაეცემათ

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
საცხოვრებელი ბინები გაძვირდა
მთავარი

სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება იძულებით გადაადგილებული ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცხოვრებელ კომპლექსში ბინები გადაეცემათ. ↪︎ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში ბინები გადაეცემათ იხილეთ ბმულზე: https://idp.moh.gov.ge/news5.php?lang=1... აღნიშნული...

დაწვრილებითDetails

სასკოლო ფორმების გაყიდვა 1 სექტემბრიდან დაიწყება, ჩაეშვება ონლაინ პლატფორმაც – გივი მიქანაძე

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები
მთავარი

ომავალი კვირიდან ჩაეშვება ონლაინპლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ მშობელმა თავისი შვილისთვის ფორმა ონლაინ გამოიწეროს. სასკოლო ფორმების გაყიდვა 1 სექტემბრიდან დაიწყება | აცხადებს მიქანაძე. მისივე თქმით, სარეალიზაციო პუნქტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის...

დაწვრილებითDetails

მშობლებს შეუძლიათ შეიძინონ ნაჭერი და შეაკერინონ შვილებისთვის სასკოლო ფორმა – გივი მიქანაძე

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
რა ეღირება სასკოლო ფორმები – მინისტრის მოადგილის განმარტება
მთავარი

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მათ შეუძლიათ, თვითონ გამოიწერონ ფორმები. არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ბულვარში არასრულწლოვნებმა შუახნის კაცი სცემეს

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისის ცენტრში, მერიის წინ არსებულ ბულვარში, ფანჩატურში არასრულწლოვნებმა შუახნის მამაკაცზე ფიზიკურად იძალადეს. კადრებს და ინფორმაციას "ინფო იმერეთს" ავრცელებს,  სადაც ჩანს, რომ არასრულწლოვნები კაცს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, შემდეგ კი ფიზიკურად ძალადობენ. "ზურგი...

დაწვრილებითDetails

ბაღდათში „წითელი ნუსხით“ დაცულ მდინარის კალმახს უკანონოდ მოიპოვედნენ

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
ბაღდათში „წითელი ნუსხით“ დაცულ მდინარის კალმახს უკანონოდ მოიპოვედნენ
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე სოფელ ზეკარში, მდინარე ქერშავეთზე უკანონო თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონო ჰქონდა მოპოვებული „წითელი...

დაწვრილებითDetails

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, ის ყოველ ორშაბათს დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე პროკურატურის...

დაწვრილებითDetails

„უგონო პაციენტი“ – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
„უგონო პაციენტი“ – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა
მთავარი

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მე-3 ფილიალში შევიდა გამოძახება ლოზუნგით - „უგონო პაციენტი“. ერთ-ერთ ობიექტზე მყოფი მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ. თითოეულ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. გამოძახების ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა ბრიგადა 0333,...

დაწვრილებითDetails

დააკავეს პირი, რომელმაც ქარელში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

დააკავეს პირი, რომელმაც ქარელში, ცივი იარაღით, მამაკაცი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. უწყების განმარტებით, დაჭრილი, სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის...

დაწვრილებითDetails

ყალბი შეტყობინებები ავტომობილების მფლობელებისთის – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
„ახალი შეზღუდვა“ – ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს. უწყების ინფორმაციით, მათი სახელით, სავარაუდო თაღლითური სქემა განხორციელდა. როგორც დეპარტამენტში განამარტავენ, თაღლითური მიზნით, მოქალაქეებმა მიიღეს შეტყობინებები მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების თაობაზე. “გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით,...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონში რამდენიმე მოქალაქეს ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
“ეს ახალი გზა ასევე განტვირთავს ქალაქ ზესტაფონს”-ირაკლი კობახიძე
ეკონომიკა

220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების „აჯამეთი 1“-ის და „აჯამეთი 2“-ის ცალკეული მონაკვეთების გაორჯაჭვიანება-რეაბილიტაციის პროექტის გამო რამდენიმე მოქალაქის ქონება ექსპროპრიაციას (იძულების წესით ჩამორთმევა) დაექვემდებარა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"