გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე დაკავებულები მოსამართლემ 2-თვიან პატიმრობაში გაუშვეს.
არცერთ ბრალდებულს სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია, შესაბამისად, უცნობია, აღიარებენ თუ არა ბრალდებულები იმ დანაშაულს, რასაც გამოძიება ედავება.
საქმეში დევს ვიდეომტკიცებულება, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა.
ერთ-ერთი ბრალდებული, საუბარია დემეტრე კასრაძეზე, ფიგურირებს გიგა ავალიანის საქმეში, ვინაიდან ის იყო ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარი, რომელსაც გაბაშვილი მომხდარტან დაკავშირებით უყვებოდა, სავარაუდოდ, მან აჩვენა კიდევაც, გიგა ავალიანზე თავდასხმის ვიდეო და ამას მოჰყვა, კასრაძის მხრიდან უცენზურო, შეურაცხმყოფელი შეფასება გიგა ავალიანის მისამართით. გიგა ავალიანზე თავდასხმის დროს, დემეტრე კასრაძე ადგილზე არ იმყოფებოდა, ეს იყო სოციალური ქსელის საშუალებით მიმოწერა, ალექსანდრე გაბაშვილსა და დემეტრე კასრაძეს შორის, როდესაც ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი, თავის მეგობართან დემეტრე კასრაძესთან, ალექსანდრე გაბაშვილს, – თქვა სასამართლოს დასრულების შემდეგ ქეთი სონიძემ.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ძალადობაში მონაწილე სკოლის მოსწავლეები მძიმე ფაქტების ამსახველ მტკიცებულებებს მობილურ ტელეფონებში ინახავდნენ და სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ.










