სოფელ კურსებში, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს .
მონაკვეთზე, სადაც ორი თვის წინ მეწყრული პროცესები განვითარდა, მდინარის პირას ეწყობა 7 მეტრიანი ორმხრივი მოძრაობის დროებითი გზა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას და შეამცირებს მგზავრობის დროსა და ხარჯებს.
პარალელურად, იგეგმება ახალი მუდმივი შემოვლითი გზის პროექტის მომზადება, რომელიც გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე განხორციელდება.
სოფელ კურსებში, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე დროებითი გზის მოწყობის სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან ერთად გაეცნენ.
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. მაღალი სატრანსპორტო ნაკადის გამო სამუშაოები ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.