LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

“ათობით მომხმარებელი მოიწამლა”-ქუთაისში ერთ-ერთ კვების ობიექტს საქმიანობის უფლება შეუჩერდა

დაპოსტა 2026/05/25-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ქუთაისი – კვების ობიექტი “ფუდ გალერი”. ეს არის ადგილი, სადაც ე.წ. დიეტური კვება მზადდება და მომხმარებლებს ქვეყნის მასშტაბით ეგზავნებათ. სწორედ მათი მენიუს ათობით მომხმარებელი მოიწამლა პარალელურად რამდენიმე ქალაქში.

ობიექტი პასუხისმგებლობას არ გაურბის და აცხადებს, რომ დაზარალებულების მკურნალობის ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს.

მასობრივი ინტოქსიკაციის გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტზე არაგეგმიური კონტროლი განახორციელა. ლაბორატორიული კვლევისთვის გადაიგზავნა როგორც მზა კერძები, ასევე დასაწყობებული პროდუქტები. სამზარეულოს შემოწმებისას კი აღმოაჩინეს კრიტიკული შეუსაბამობები – “ფუდ გალერის”, დროებით, საქმიანობის უფლება შეუჩერდა და ობიექტი დაჯარიმდა.

მარნეული – საკონდიტრო “ოვენი” – აქ რამდენიმე დღის წინ სადღესასწაულო ტორტი შეიძინეს. მალევე, კვებითი ინტოქსიკაციის მძიმე სიმპტომებით, ოჯახის ექვსი წევრი, მათ შორის ბავშვები, ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.

გაჩნდა ეჭვი, რომ მოწამვლა საკონდიტრო ნაწარმმა გამოიწვია. ამიტომ საკონდიტროში არაგეგმიურ კონტროლზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები შევიდნენ.

ვადაგასული პროდუქციის, ეტიკეტირების წესის დარღვევისა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობების მიუხედავად, საკონდიტროს ხელმძღვანელი გამორიცხავს, რომ “ოვენის” პროდუქტით ვინმე მოწამლულიყო.

ზაფხულის სეზონისა და ცხელი ამინდების მოახლოებასთან ერთად, მალფუჭებადი პროდუქტებით ინტოქსიკაციის რისკი იზრდება, ამიტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის რეკომენდაციებს გასცემს.

გარდა ჰიგიენის დაცვისა, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ მალფუჭებადი რისკპროდუქტები, რომელთა ჩამონათვალშიც არის ხორცპროდუქტები, ზღვის პროდუქტები, რძის პროდუქტები და შებოლილი პროდუქტები, ხოლო მზა კერძებიდან – მაიონეზიანი, ნიგვზიანი, გახსნილი კონსერვები და კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, უნდა ინახებოდეს სამაცივრე პირობებში, 0-დან მაქსიმუმ 5 გრადუსამდე.

საკვებისთვის საშიშ ტემპერატურად მიიჩნევა 5-დან 60 გრადუსამდე გარემო, რა დროსაც ბაქტერიები მრავლდება. შეფუთულ სურსათს ვადა მითითებული აქვს ეტიკეტზე, მზა კერძები კი მაცივარში 24-დან არაუმეტეს 72 საათისა ინახება.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

25 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +20 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი – ენერგია მაღალია, მაგრამ ნუ იჩქარებ გადაწყვეტილებებს. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად.   კურო – ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გჭირდება. შეიძლება მოულოდნელი ხარჯი გამოჩნდეს.   ტყუპები – კომუნიკაცია გეხმარება ბევრ...

დაწვრილებითDetails

“უსაზღვრო სიყვარული დათესა და კვლავ ანგელოზად გაფრინდა” -პატარა ემილის გლოვობენ

by მეგა TV
მაისი 24, 2026
0
“უსაზღვრო სიყვარული დათესა და კვლავ ანგელოზად გაფრინდა” -პატარა ემილის გლოვობენ
მთავარი

იმერეთში პატარა ემილის გლოვობენ. როგორც ახლობლები წერენ გოგონას გულზე პრობლემები ჰქონდა. მეგა ტვ -ი იზიარებს ოჯახის მწუხარებას. ახლობლები სოციალურ ქსელში სამძიმრის პოსტებს აქვეყნებენ:   ჩვენი 6 წლის ნანატრი ანგელოზი...მოფრინდა,გულები აგვივსო...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარია მოხდა

by მეგა TV
მაისი 24, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა. მეგა ტვ -ის ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავარიის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში სალაპარაკოს რა გამოლევს?

by მეგა TV
მაისი 24, 2026
0
ქუთაისში სალაპარაკოს რა გამოლევს?
მთავარი

დედასთან, მეგობართან, საყვარელ ადამიანთან თუ დაქალთან - ქუთაისში სალაპარაკოს რა გამოლევს? სელფი მობაილი ქუთაისში ქსელის გაუმჯობესებას ახალ შეთავაზებებთან ერთად აღნიშნავს. ქუთაისში, სელფის მაღაზიაში ნომრის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 1...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 25 მაისამდე საქართველოში

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანახმად, 23 მაისის დღის ბოლოდან 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი,...

დაწვრილებითDetails

„სიჩქარის გადაჭარბებაზე უნდა იყოს უფრო მკაცრი მოთხოვნები, თუნდაც მართვის მოწმობის ჩამორთმევა“ – მევლუდ მელაძე

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
„სიჩქარის გადაჭარბებაზე უნდა იყოს უფრო მკაცრი მოთხოვნები, თუნდაც მართვის მოწმობის ჩამორთმევა“ – მევლუდ მელაძე
მთავარი

სიჩქარის გადაჭარბებაზე უნდა იყოს უფრო მკაცრი მოთხოვნები, თუნდაც მართვის მოწმობის ჩამორთმევა, მაგრამ გამკაცრება დამხმარე ღონისძიებაა, მთავარია ცოდნა, - ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ „კვირის პალიტრასთან“ ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილ...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

გლობალურ ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება ერთ დღეში 31 დოლარით დაეცა და 4 509 დოლარით განისაზღვრა. Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ღირებულება...

დაწვრილებითDetails

დედის ლოცვა, რომელიც შვილებს განსაცდელებისგან იცავს

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

დედის ლოცვა შვილებისთვის! ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა! უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოჰმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"