LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა უნდა ვიცოდეთ რომ კიბერთაღლითობის მსხვერპლი არ გავხდეთ

გავთიშოთ ინტერნეტი პატარა ქვეყანაში – საიდუმლო შეკვეთის ტექნიკური დოკუმენტაცია

დაპოსტა 2020/03/19-ში
A A
451
ნახვა
გაზიარება

18 მარტს, რუსულმა დამოუკიდებელმა ჰაკერულმა ჯგუფმა Digital Revolution რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის [ФСБ] საიდუმლო შეკვეთის ტექნიკური დოკუმენტაცია გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ФСБ-მ კერძო IT კომპანიებს პროგრამა ფრონტონის შეუკვეთა, რომლის მეშვეობითაც მასშტაბური კიბერშეტევების განხორციელება იქნება შესაძლებელი. კიბერთავდასხმის ახალი პროგრამა ჭკვიანი მოწყობილობების დიდი რაოდენობით დაჰაკვის შესაძლებლობას იძლევა, რის შედეგადაც შესაძლოა ქვეყნის მთავარი სერვერები გაითიშოს, ხოლო პატარა ზომის ქვეყანა რამდენიმე საათის განმავლობაში ინტერნეტის გარეშე დარჩება.

Digital Revolution-ის ჰაკერებმა 12 ტექნიკური დოკუმენტი გამოაქვეყნეს, რომელიც 2017-2018 წლებში შექმნილ პროგრამულ კოდსაც მოიცავს. ახალი კიბერიარაღის დამკვეთი რუსეთის № 64829 სამხედრო ნაწილია, რომელიც ФСБ-ს ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრის სახელით არის ცნობილი. ახალი კიბერიარაღის შექმნაში სულ ორი კერძო კომპანია მონაწილეობდა.

დამოიკიდებელი ჰაკერების ცნობით, სულ პროგრამა Fronton-ის სამი ვერსია არსებობს, ესენია: Fronton, Fronton ZD, Fronton 18. სამივე პროგრამა ნებისმიერი ჭკვიანი მიწყობილების დაჰაკვის საშუალებას იძლევა. პროგრამა უკვე დაჰაკულ მოწყობილობებს ერთიან ბაზაში აერთიანებს, რის შემდეგაც შეტევა უშუალოდ იმ სერვერებზე ხორცილდება, რომლებიც ინტერნეტის უხარვეზო მუშაობაზეა პასუხიმგებელი. პოტენციურად მსგავსი მასშტაბის შეტევის შედეგად, შესაძლოა რამდენიმე საათის განმავლობაში ინტერნეტის გარეშე დარჩეს მთლიანი ქვეყნები.

დოკუმენტაციიდან როგორც ირკვევა, კერძო კომპანიებმა ФСБ-ს შესთავაზეს, რომ ბოტნეტის 95% IP კამერებისა და ციფრული ვიდეოდეკოდერებისგან შემდგარიყო. “თუ მოწყობილობას შეუძლია ვიდეოს გადაცემა, ე.ი. მათ DDoS-ის განსახორციელებლად კავშირის საკმარისად დიდი კავშირის არხი აქვთ”, — წერია დოკუმენტაციაში. მოწყობილობების დაჰაკვა კი ტიპური პაროლების კრებულის გამოყენით არის გათვალისწინებული.

ამავე დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ასობით ათასი მოწყობილობის სინქრონული შეტევა რამდენიმე საათით შეაჩერებს სოციალური ქსელებისა და ფაილების გაცვლის პორტალების მუშაობას. “ნაციონალურ DNS სერვერებზე შეტევა ინტერნეტის მუშაობას პატარა ქვეყანაში რამდენიმე საათით შეაჩერებს”, — ნათქვამია დოკუმენტებში.

აღნიშნული კიბერიარაღის შემუშავება დიდი ალბათობით 2016 წელს აშშ-ში განხორციელებულ კიბერშეტევის შემდეგ დაიწყო. მაშინ ათასობით დაჰაკული მოწყობილობის ერთიანი ბაზის მეშვეობით შეტევა 70 მსხვილ საიტზე განხორციელდა – რამდენიმე საათით შეჩერდა Twitter-ის, Netflix-ის, Spotify-ს, Amazon-ის და სხვა საიტების მუშაობა. უშულოად შეტევის დროს კი ჰაკერები პროგრამა Mirai-ს გამოყენებას გეგმავდნენ.

შეგახსნებთ, რომ გასული წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიისა და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან განხორციელდა. მაშინ 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით “I’LL BE BACK” (მე დავბრუნდები). დაჰაკული ვებსაიტები “პროსერვისის” სერვერებზე იყო ატვირთული.

უცნობია, გამოყენებული თუ იყო თუ არა პროგრამა Fronton საქართველოზე განხორციელბული თავდასხმის დროს.

 

გაზიარება208

დაკავშირებული -პოსტები

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
მთავარი

საქართველოს მოქალაქე აფარმან ხალილოვი პოლონეთში ტბაში დაიხრჩო.  ინფორმაციას marneulinews. ge ავრცელებს და წერს, რომ გარდაცვლილი ბოლნისის მკვიდრი იყო და პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
დედოფლისწყაროში ხანძარს 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
მთავარი

ვაზისუბანში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა. ცეცხლი მრავალსართულიანი კორპუსის მეათე სართულზე გაჩნდა. შემთხვევის დროს ბინაში და-ძმა იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი თავის გადარჩენა შეძლო, თუმცა მისი დის გამოყვანა ვერ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ავტომობილი ბავშვს დაეჯახა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დავით ცხვარაძე ავრცელებს. ,,ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, "ჯიპი"_ს მარკის ავტომობილი მცირეწლოვან ბიჭს ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა_ არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს,_ უკვე...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დაეჯახა გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

არასრულწლოვანი, რომელიც დედოფლისწყაროში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა, 12 წლის საბა ჯაგოდნიშვილია ავტოსაგზაო შემთხვევა 3 ივლისს მოხდა - სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მანქანით 2 არასრულწლოვანს დაეჯახა. თავდაპირველად საბა იაშვილის სახელობის...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

პოლიციამ თბილისში, ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გუშინ ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.   უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება ივლისში საქართველოში – პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
მთავარი

კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3°C -ით მაღალია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთაში +23, +25°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +20, +22°C...

დაწვრილებითDetails

ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან
მთავარი

საქართველო მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება. ქვეყანაში არაერთი ადგილია, სადაც ვიზიტორები იშვიათად ხვდებიან. თუ გსურთ ბუნებისა და ისტორიის აღმოჩენა ტურისტული ხალხმრავლობის გარეშე, ეს ადგილები ნამდვილად დაგაინტერესებთ. ტობავარჩხილის ტბები...

დაწვრილებითDetails

რეკორდული სიცხე ევროპაში – დაღუპულთა რაოდენობამ 3500-ზე მეტს მიაღწია

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

რეკორდულმა სიცხემ ევროპაში 3500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურამ სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში 45-47 გრადუსს მიაღწია. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მძიმე ვითარებაა ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ძირითადად ხანდაზმული ადამიანები და გულ-სისხლძარღვთა...

დაწვრილებითDetails

ძლიერ სიცხეში ვერ იძინებთ? ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
რა უნდა იცოდეთ თუ გაღვიძებისას თავი გტკივათ
მთავარი

ზაფხულის ცხელი ღამეები ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე - შეხუთული ჰაერი და მაღალი ტემპერატურა ორგანიზმს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც გვიანობამდე ვერ ვიძინებთ, ღამით კი ხშირად გვეღვიძება. თუკი საძინებელში კონდიციონერი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"