გარდაბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მე-8 ახალგაზრდა გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.
“ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია, შესაბამისი პროცედურები გაგრძელდა ტრავმატოლოგიაში. ოპერაციების დასრულების შემდგომ, საღამოს გარდაიცვალა“, – განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.
გარდაბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას აღნიშნული პირის გარდა, კიდევ შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯამში, გარდაცვლილია 8 ახალგაზრდა.
დიდი სიჩქარით მოძრავი BMW-ის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.










