LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დავრჩებით მძიმე დაავადებების წინაშე მხოლოდ სპეცაღჭურვილობით – რას წერს მედიცინის დოქტორი გოჩა შათირიშვილი

დავრჩებით მძიმე დაავადებების წინაშე მხოლოდ სპეცაღჭურვილობით – რას წერს მედიცინის დოქტორი გოჩა შათირიშვილი

დაპოსტა 2020/03/19-ში
A A
927
ნახვა
გაზიარება

ცნობილი ქართველი მეცნიერი, ჭიპლარის სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი გოჩა შათირიშვილი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებს ვრცელ პოსტს უძღვნის სოციალურ ქსელში.  მის მეტად საგულისხმო მოსაზრებებს:

რამდენიმე მოსაზრება მინდა დავწერო კორონავირუსთან დაკავშირებით და ეს საკითხი სხვა კუთხით განვიხილო. არ მაქვს ექსპერტობის პრეტენზია, ასე ვხედავ მოვლენებს და გიზიარებთ.

პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპაში ყველაზე ლამაზ და ლაღ ქვეყნებში, სადაც სიცოცხლე ალბათ ყველაზე მეტად გიხარია, და რომლებიც ბევრი რამით ჩვენ გვგვანან, თუნდაც დისციპლინის და წესრიგისადმი ოდნავ მსუბუქი დამოკიდებულებით, თუმცა უდიდესი კულტურითა და ისტორიით

ყველას ხიბლავენ ამ მსოფლიოში. რაც მთავარია, ევროპული ცივილიზაციის აკვანი სწორედ აქ დაირწა და საუკუნეების მანძილზე ბევრი განსაცდელის მიუხედავად დღემდე ინარჩუნებს თავის ადგილს და ამ გასაჭირსაც დაძლევენ და გაძლიერებულები გამოვლენ და ისევ ისეთი ლაღები და ბედიერები იქნებიან, როგორც აქამდე.

ახლა კი ჩემი აზრი იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ზოგადად კორონავირუსისადმი ასეთი მოუმზადებლობა მსოფლიოში, რამაც საბოლოოდ მსოფლიო ლამის სრულ დამბლამდე მიიყვანა და კიდევ რა მოვლენები გველის და რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით. დღეს ამ დაავადების მიმართ საკმაოდ უსუსურები ვართ, შეშინებული ვსაუბრობთ, რომ არ გვაქვს არც ვაქცინა და არც წამალი. და ეს 21 საუკუნეში, როცა ამ ვირუსის გენომი დაუყოვნებლივ იქნა გაშიფრული და თანამედროვე მედიცინას, ბიოლოგიას, ბიოინფორმატიკას უამრავი საშუალება აქვს, რომ ვირუსული დაავადების წინასწარი მოდელირება გააკეთონ, ასევე გამომდინარე ვირუსის გენომის თავისებურებებიდან განსაზღვრონ, თუ უკვე არსებულ რომელ ანტივირუსულ პრეპარატს შეუძლია იყოს ეფექტური და ბოლოს და ბოლოს ვაქცინის შესაქმნელად გარკვეული სამუშაოები წინასწარ გასწიონ. საქმე ისაა, რომ ამ საუკუნეში ეს კორონავირუსის მესამე ეპიდემიაა. პირველიც ჩინეთში გაჩნდა და ისიც ღამურებისგან წამოვიდა, მეორე არაბეთში გაჩნდა და კიდევ უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდა. რა გააკეთეს მსოფლიო ჯანდაცვის მამებმა? მისდიეს ბოლომდე ამ დაავადებებს? გადაიარა და დაივიწყეს, ისე, რომ არც ვაქცინა და არც წამალი არ შექმნილა, არადა სარსი 2003 წელს გამოჩნდა. 17 წლის მანძილზე არ იყო შესაძლებლობა ამ ვაქცინის ან წამლის დამზადება? კიდევ რომ დაბრუნდეს ან ერთი და ან მეორე? ისინი გაცილებით მომაკვდინებელია, ვიდრე ახალი კორონავირუსი. მათ წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინის და პრეპარატების შექმნა ბევრად გაადვილებდა ახალი დაავადების ეფექტურ მკურნალობას. მონდომება და წინდახედულობა, ალბათ ფულიც არ ეყოთ . ევროპის და ამერიკის უაზრო რეგულაციები და უძვირესი კლინიკური კვლევები სრულიად არამიმზიდველს ხდის ამგვარ ვაქცინებში ფულის დაბანდებას, თუ ზოგადად, სახელმწიფო არ მიუდგა სახელმწიფოებრივად, ანუ საშიშ და პოტენციურად პანდემიის გამომწვევი ინფექციების კვლევაში და მკურნალობის შემუშავებაში პროექტებში ფული არ ჩადო და წამლის უბიუროკრატიულესი რეგულაციები არ შეამსუბუქა, თუმცა როგორც ჩანს აქ უამრავი ლობისტური ინტერესიც მოქმედებს, რაც ხელს უშლის მცირე ზომის, ბიოტექნოლოგიური ფირმების აქტიობას, რაც ვაქცინის სწრაფად შექმნის საშუალებას მოგვცემდა. ფარმაცევტული კომპანიებისთვის ბევრად მიმზიდველია ონკოპრეპარატების წარმოება, რაც პაციენტს წელიწადში რამდენიმე ასეული ათასი დოლარი დაუჯდება, ვიდრე მომავლისათვის შესაძლო ძალიან საჭირო ვაქცინის და პრეპარატის შექმნა, რაშიც დიდი ალბათობით საკუთარი რამდენიმე მილიარდი უნდა დახარჯონ და სახელმწიფოს კი ეს ვაქცინა საერთოდ არ აინტერესებს. ასე ვერც ონკოლოგია ვითარდება და ვერც საშიში ინფექციები მარცხდება და მერე უამრავ ექიმსა და ექთანს და პაციენტს ეს ბრძოლა სიცოცხლის ფასად უჯდება.
ბობოლა ჩინოვნიკები ევროპასა და აშშ-ში ახლაც გაიძახიან, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინის ბაზარზე გატანას ერთი წელი მაინც უნდა, რომ ყველა ის ბიუროკრატიული პროცედურა გაიაროს, რაც დღეს არის დაწესებული. აქვს მსოფლიოს ამდენი დრო? და ახლაც რომ გაგვიმართლოს და მართლა ზაფხულთან რომ ერთად რომ გაქრეს ეს ვირუსი, იცით რამდენი სხვა ვირუსია საშიში პანდემიის პოტენციალით რიგში? არ უნდა შეიცვალოს სახელმწიფოების მიდგომები და დამოკიდებულება ამ ვირუსებთან მიმართებაში, თუ მსოფლიომ მარტო ბანკირების და მილიარდერების ფინანსურ გარანტიებზე უნდა იზრუნოს? როგორც ხედავთ, ვირუსი ყველას ერთნაირად ედება, პრემიერსაც და პრეზიდენტსაც, მინისტრსაც და მდიდარსაც.

ახლა დავითვალოთ სარსის გამოჩენის შემდგომ პერიოდში რამდენი ტრილიონი დოლარი დაიხარჯა თუნდაც ავღანეთში დემოკრატიის განვითარებისათვის და შედეგად ეს ქვეყანა ისევ იქაა, სადაც 2000 წელს და ალბათ მალე ტალიბანი დაიბრუნებს თავის მმართველობას, დავითვალოთ ერაყის ომის ხარჯებიც, ისიც, რამდენი რამდენი დაიხარჯა სირიის ომის მოსაგებად რუსეთის მხრიდან, ირანმაც რამდენი დახარჯა ატომური ბომბი რომ ჰქონოდა და ახლო აღმოსავლეთში ჯარები ეგზავნა, ახლა კი პირბადეები არ აქვს, აღარაფერს ვამბობ იმ ტრილიონებზე, რაც მსოფლიოს დიქტატორების და მილიარდერების ანგარიშებზე დაგროვდა და გაქრა ოფშორებში. რამდენი ტრილიონი იშოვა ეპლმა და მაიკროსოფტმა და ა.შ? ამათგან მხოლოდ ბილ გეიტსის ფონდი აკეთებს საქმეს საშიშ ინფექციებთან საბრძოლველად. მე პირადად არც ეპლის ფონდის და არც ბოინგის ან მერსედესის ფონდის შესახებ არაფერი მსმენია, რომ ამ მიმართულებით რამეში ცენტი დაეხარჯათ. მასკი საერთოდ მარზე მიფრინავს და კორონა არ ადარდებს. არაფერს ვამბობ რუსეთის , მსოფლიოს რესურსებით უმდიდრეს ქვეყნის ნულოვან წილზე მოწინავე ბიოტექნოლოგიების და ფარმაციის განვითარებაში.

მსოფლიო რომ იმას იმკის, რაც დათესა, ამაზე ეს ციფრებიც მიუთითებს: გადავხედოთ, რა ხელფასები აქვს ფეხბურთელებს და ზოგადად სპორტსმენებს წელიწადში. მესის 110 მილიონი დოლარი აქვს ხელფასი, რონალდუს 108 მილიონი , ფორმულა ერთის პილოტ ლუის ჰამილტონს 40 მილიონი ფუნტი წელიწადში, ბოქსიორების 36 წუთიან ბრძოლაში, წაგების შემთხვევაშიც კი ათეული მილიონი დოლარის ჰონორარს იღებენ, მეივეზერმა კი 275 მილიონი დოლარი იშოვა.

ახლა შევადაროთ ეს თანხები ყველაზე დიდი მეცნიერების პრიზს – ნობელის პრემიას. ადამიანმა 40 წელი უნდა შესწიროს მეცნიერებას, ყველაზე ნათელმა ტვინებმა იკვლიონ საკითხი, რომელსაც უდიდესი როლი მიენიჭება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაში და 80 წლის ასაკში ეძლევა რაღაც შანსი, თუ იცოცხლა მანამდე, მიიღოს 1 მილიონი დოლარი, რომელიც სამ მის სხვა კოლეგაზეც გადანაწილდება.

მეცნიერებაში ჩადებული თანხებიც შეადარეთ სპორტში დაბანდებულ თანხებს. და ძალიან გასაკვირია მერე, რომ კორონავირუსს ასე მოუმზადებელი შეხვდა მსოფლიო?

მჯერა, უფრო მეტად კი იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს მამებს ეს დღევანდელი და ხვალინდელი კრიზისი, რომელიც მსოფლიოს ამდენ სიცოცხლედ უჯდება, ბიზნესმენებს კი ასეულ მილიარდ დოლარად, დააფიქრებს ამ ყველაფერზე, გამოაღვიძებს და ძირეულად შეაცვლევინებს მიდგომებს და ბიუროკრატიულ რეგულაციებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში დავრჩებით მძიმე დაავადებების წინაშე მხოლოდ სპეცაღჭურვილობით, რომელსაც ზოგჯერ პირბადეებსაც ვერ ვუშოვით, საპნის იმედად და სუნთქვის აპარატების ამარა, ყოველგვარი სტრატეგიისა და პროაქტური მოქმედებების გარეშე, მუდმივ კარანტინში ჩარჩენილები და ყოველ ახალ ვირუსს 21-ე საუკუნის შავ ჭირს დავუძახებთ შუა საუკუნეების უსუსური საზოგადოების მსგავსად.
გაზიარება446

დაკავშირებული -პოსტები

სამტრედიაში მატარებელი 21 წლის ბიჭს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

„ადგილზე საშინელი სურათი იყო“ - სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. „მთავარი ამბების“ ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან ერთად, სავარაუდოდ, გურიაში მიდიოდა. გზად მანქანა გააჩერეს, რის...

დაწვრილებითDetails

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები...

დაწვრილებითDetails

დუშეთში ორი ადამიანი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჭრილი მამაკაცები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც უწყება...

დაწვრილებითDetails

თბილისში დაკარგული სკოლის 2 მოსწავლე იპოვეს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
თბილისში დაკარგული სკოლის 2 მოსწავლე იპოვეს
მთავარი

ვაკეში დაკარგული ბავშვები იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დაკარგული ბავშვის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ N54 საჯარო სკოლის 2 პირველკლასელი მოსწავლე დაიკარგა. "დღეს, ფალიაშვილის ქუჩიდან,...

დაწვრილებითDetails

სწავლა შეწყდა წყალტუბოში, სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სწავლა შეწყდა წყალტუბოში, სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში
მთავარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. - ინფორმაციას გვერდი  "ამბები ქუთაისიდან" ავრცელებს. მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. სკოლაში 90 მოსწავლე ირიცხება, რომლებიც ამ დროისთვის ონლაინრეჟიმში სწავლობენ. განიხილება...

დაწვრილებითDetails

“გორდულის” დამფუძნებელს გია ღაჭავას სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
“გორდულის” დამფუძნებელს გია ღაჭავას სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა
მთავარი

სოფელ გორდში ქართული ნუგბარის საწარმოს „გორდულის“ მფლობელ გია ღაჭავას სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა.  „ფერმერის დღე 2026“-სთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე აგროსექტორის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ. სპეციალური ჯილდოები გადაეცათ იმ ფერმერებსა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი ჯგუფურად სცემეს, დაამცირეს და ვიდეო გადაუღეს – დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფების ლიდერი

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებული ფაშისტური დაჯგუფების...

დაწვრილებითDetails

სეს საბავშვო ბაღებიდან აღებული 129 ნიმუშის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა  სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგს განაგრძობს.  ლაბორატორიული კვლევის მიზნით, საბავშვო ბაღებიდან აღებულია ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათის...

დაწვრილებითDetails

შემაშფოთებელია ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოები – ჩნდება უამრავი კითხვა -საპატრიარქო

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
შემაშფოთებელია ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოები – ჩნდება უამრავი კითხვა -საპატრიარქო
მთავარი

მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია - ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება...

დაწვრილებითDetails

“ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს” – ივანიშვილის სახლთან აქცია გაიამრთა

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
“ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს” – ივანიშვილის სახლთან აქცია გაიამრთა
მთავარი

ქალების აქცია-პერფომანსი გაიმართა  ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციასთან - მოქალაქეებმა ადგილზე შპრიცები მიიტანეს და საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. "ბარიგებით სავსე საქართველო" - "ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს" - ეს წარწერები იყო გამოსახული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"