LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დავრჩებით მძიმე დაავადებების წინაშე მხოლოდ სპეცაღჭურვილობით – რას წერს მედიცინის დოქტორი გოჩა შათირიშვილი

დავრჩებით მძიმე დაავადებების წინაშე მხოლოდ სპეცაღჭურვილობით – რას წერს მედიცინის დოქტორი გოჩა შათირიშვილი

დაპოსტა 2020/03/19-ში
A A
925
ნახვა
გაზიარება

ცნობილი ქართველი მეცნიერი, ჭიპლარის სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი გოჩა შათირიშვილი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებს ვრცელ პოსტს უძღვნის სოციალურ ქსელში.  მის მეტად საგულისხმო მოსაზრებებს:

რამდენიმე მოსაზრება მინდა დავწერო კორონავირუსთან დაკავშირებით და ეს საკითხი სხვა კუთხით განვიხილო. არ მაქვს ექსპერტობის პრეტენზია, ასე ვხედავ მოვლენებს და გიზიარებთ.

პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპაში ყველაზე ლამაზ და ლაღ ქვეყნებში, სადაც სიცოცხლე ალბათ ყველაზე მეტად გიხარია, და რომლებიც ბევრი რამით ჩვენ გვგვანან, თუნდაც დისციპლინის და წესრიგისადმი ოდნავ მსუბუქი დამოკიდებულებით, თუმცა უდიდესი კულტურითა და ისტორიით

ყველას ხიბლავენ ამ მსოფლიოში. რაც მთავარია, ევროპული ცივილიზაციის აკვანი სწორედ აქ დაირწა და საუკუნეების მანძილზე ბევრი განსაცდელის მიუხედავად დღემდე ინარჩუნებს თავის ადგილს და ამ გასაჭირსაც დაძლევენ და გაძლიერებულები გამოვლენ და ისევ ისეთი ლაღები და ბედიერები იქნებიან, როგორც აქამდე.

ახლა კი ჩემი აზრი იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ზოგადად კორონავირუსისადმი ასეთი მოუმზადებლობა მსოფლიოში, რამაც საბოლოოდ მსოფლიო ლამის სრულ დამბლამდე მიიყვანა და კიდევ რა მოვლენები გველის და რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით. დღეს ამ დაავადების მიმართ საკმაოდ უსუსურები ვართ, შეშინებული ვსაუბრობთ, რომ არ გვაქვს არც ვაქცინა და არც წამალი. და ეს 21 საუკუნეში, როცა ამ ვირუსის გენომი დაუყოვნებლივ იქნა გაშიფრული და თანამედროვე მედიცინას, ბიოლოგიას, ბიოინფორმატიკას უამრავი საშუალება აქვს, რომ ვირუსული დაავადების წინასწარი მოდელირება გააკეთონ, ასევე გამომდინარე ვირუსის გენომის თავისებურებებიდან განსაზღვრონ, თუ უკვე არსებულ რომელ ანტივირუსულ პრეპარატს შეუძლია იყოს ეფექტური და ბოლოს და ბოლოს ვაქცინის შესაქმნელად გარკვეული სამუშაოები წინასწარ გასწიონ. საქმე ისაა, რომ ამ საუკუნეში ეს კორონავირუსის მესამე ეპიდემიაა. პირველიც ჩინეთში გაჩნდა და ისიც ღამურებისგან წამოვიდა, მეორე არაბეთში გაჩნდა და კიდევ უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდა. რა გააკეთეს მსოფლიო ჯანდაცვის მამებმა? მისდიეს ბოლომდე ამ დაავადებებს? გადაიარა და დაივიწყეს, ისე, რომ არც ვაქცინა და არც წამალი არ შექმნილა, არადა სარსი 2003 წელს გამოჩნდა. 17 წლის მანძილზე არ იყო შესაძლებლობა ამ ვაქცინის ან წამლის დამზადება? კიდევ რომ დაბრუნდეს ან ერთი და ან მეორე? ისინი გაცილებით მომაკვდინებელია, ვიდრე ახალი კორონავირუსი. მათ წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინის და პრეპარატების შექმნა ბევრად გაადვილებდა ახალი დაავადების ეფექტურ მკურნალობას. მონდომება და წინდახედულობა, ალბათ ფულიც არ ეყოთ . ევროპის და ამერიკის უაზრო რეგულაციები და უძვირესი კლინიკური კვლევები სრულიად არამიმზიდველს ხდის ამგვარ ვაქცინებში ფულის დაბანდებას, თუ ზოგადად, სახელმწიფო არ მიუდგა სახელმწიფოებრივად, ანუ საშიშ და პოტენციურად პანდემიის გამომწვევი ინფექციების კვლევაში და მკურნალობის შემუშავებაში პროექტებში ფული არ ჩადო და წამლის უბიუროკრატიულესი რეგულაციები არ შეამსუბუქა, თუმცა როგორც ჩანს აქ უამრავი ლობისტური ინტერესიც მოქმედებს, რაც ხელს უშლის მცირე ზომის, ბიოტექნოლოგიური ფირმების აქტიობას, რაც ვაქცინის სწრაფად შექმნის საშუალებას მოგვცემდა. ფარმაცევტული კომპანიებისთვის ბევრად მიმზიდველია ონკოპრეპარატების წარმოება, რაც პაციენტს წელიწადში რამდენიმე ასეული ათასი დოლარი დაუჯდება, ვიდრე მომავლისათვის შესაძლო ძალიან საჭირო ვაქცინის და პრეპარატის შექმნა, რაშიც დიდი ალბათობით საკუთარი რამდენიმე მილიარდი უნდა დახარჯონ და სახელმწიფოს კი ეს ვაქცინა საერთოდ არ აინტერესებს. ასე ვერც ონკოლოგია ვითარდება და ვერც საშიში ინფექციები მარცხდება და მერე უამრავ ექიმსა და ექთანს და პაციენტს ეს ბრძოლა სიცოცხლის ფასად უჯდება.
ბობოლა ჩინოვნიკები ევროპასა და აშშ-ში ახლაც გაიძახიან, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინის ბაზარზე გატანას ერთი წელი მაინც უნდა, რომ ყველა ის ბიუროკრატიული პროცედურა გაიაროს, რაც დღეს არის დაწესებული. აქვს მსოფლიოს ამდენი დრო? და ახლაც რომ გაგვიმართლოს და მართლა ზაფხულთან რომ ერთად რომ გაქრეს ეს ვირუსი, იცით რამდენი სხვა ვირუსია საშიში პანდემიის პოტენციალით რიგში? არ უნდა შეიცვალოს სახელმწიფოების მიდგომები და დამოკიდებულება ამ ვირუსებთან მიმართებაში, თუ მსოფლიომ მარტო ბანკირების და მილიარდერების ფინანსურ გარანტიებზე უნდა იზრუნოს? როგორც ხედავთ, ვირუსი ყველას ერთნაირად ედება, პრემიერსაც და პრეზიდენტსაც, მინისტრსაც და მდიდარსაც.

ახლა დავითვალოთ სარსის გამოჩენის შემდგომ პერიოდში რამდენი ტრილიონი დოლარი დაიხარჯა თუნდაც ავღანეთში დემოკრატიის განვითარებისათვის და შედეგად ეს ქვეყანა ისევ იქაა, სადაც 2000 წელს და ალბათ მალე ტალიბანი დაიბრუნებს თავის მმართველობას, დავითვალოთ ერაყის ომის ხარჯებიც, ისიც, რამდენი რამდენი დაიხარჯა სირიის ომის მოსაგებად რუსეთის მხრიდან, ირანმაც რამდენი დახარჯა ატომური ბომბი რომ ჰქონოდა და ახლო აღმოსავლეთში ჯარები ეგზავნა, ახლა კი პირბადეები არ აქვს, აღარაფერს ვამბობ იმ ტრილიონებზე, რაც მსოფლიოს დიქტატორების და მილიარდერების ანგარიშებზე დაგროვდა და გაქრა ოფშორებში. რამდენი ტრილიონი იშოვა ეპლმა და მაიკროსოფტმა და ა.შ? ამათგან მხოლოდ ბილ გეიტსის ფონდი აკეთებს საქმეს საშიშ ინფექციებთან საბრძოლველად. მე პირადად არც ეპლის ფონდის და არც ბოინგის ან მერსედესის ფონდის შესახებ არაფერი მსმენია, რომ ამ მიმართულებით რამეში ცენტი დაეხარჯათ. მასკი საერთოდ მარზე მიფრინავს და კორონა არ ადარდებს. არაფერს ვამბობ რუსეთის , მსოფლიოს რესურსებით უმდიდრეს ქვეყნის ნულოვან წილზე მოწინავე ბიოტექნოლოგიების და ფარმაციის განვითარებაში.

მსოფლიო რომ იმას იმკის, რაც დათესა, ამაზე ეს ციფრებიც მიუთითებს: გადავხედოთ, რა ხელფასები აქვს ფეხბურთელებს და ზოგადად სპორტსმენებს წელიწადში. მესის 110 მილიონი დოლარი აქვს ხელფასი, რონალდუს 108 მილიონი , ფორმულა ერთის პილოტ ლუის ჰამილტონს 40 მილიონი ფუნტი წელიწადში, ბოქსიორების 36 წუთიან ბრძოლაში, წაგების შემთხვევაშიც კი ათეული მილიონი დოლარის ჰონორარს იღებენ, მეივეზერმა კი 275 მილიონი დოლარი იშოვა.

ახლა შევადაროთ ეს თანხები ყველაზე დიდი მეცნიერების პრიზს – ნობელის პრემიას. ადამიანმა 40 წელი უნდა შესწიროს მეცნიერებას, ყველაზე ნათელმა ტვინებმა იკვლიონ საკითხი, რომელსაც უდიდესი როლი მიენიჭება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაში და 80 წლის ასაკში ეძლევა რაღაც შანსი, თუ იცოცხლა მანამდე, მიიღოს 1 მილიონი დოლარი, რომელიც სამ მის სხვა კოლეგაზეც გადანაწილდება.

მეცნიერებაში ჩადებული თანხებიც შეადარეთ სპორტში დაბანდებულ თანხებს. და ძალიან გასაკვირია მერე, რომ კორონავირუსს ასე მოუმზადებელი შეხვდა მსოფლიო?

მჯერა, უფრო მეტად კი იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს მამებს ეს დღევანდელი და ხვალინდელი კრიზისი, რომელიც მსოფლიოს ამდენ სიცოცხლედ უჯდება, ბიზნესმენებს კი ასეულ მილიარდ დოლარად, დააფიქრებს ამ ყველაფერზე, გამოაღვიძებს და ძირეულად შეაცვლევინებს მიდგომებს და ბიუროკრატიულ რეგულაციებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში დავრჩებით მძიმე დაავადებების წინაშე მხოლოდ სპეცაღჭურვილობით, რომელსაც ზოგჯერ პირბადეებსაც ვერ ვუშოვით, საპნის იმედად და სუნთქვის აპარატების ამარა, ყოველგვარი სტრატეგიისა და პროაქტური მოქმედებების გარეშე, მუდმივ კარანტინში ჩარჩენილები და ყოველ ახალ ვირუსს 21-ე საუკუნის შავ ჭირს დავუძახებთ შუა საუკუნეების უსუსური საზოგადოების მსგავსად.
გაზიარება445

დაკავშირებული -პოსტები

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
მთავარი

საქართველოს მოქალაქე აფარმან ხალილოვი პოლონეთში ტბაში დაიხრჩო.  ინფორმაციას marneulinews. ge ავრცელებს და წერს, რომ გარდაცვლილი ბოლნისის მკვიდრი იყო და პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
დედოფლისწყაროში ხანძარს 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
მთავარი

ვაზისუბანში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა. ცეცხლი მრავალსართულიანი კორპუსის მეათე სართულზე გაჩნდა. შემთხვევის დროს ბინაში და-ძმა იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი თავის გადარჩენა შეძლო, თუმცა მისი დის გამოყვანა ვერ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ავტომობილი ბავშვს დაეჯახა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დავით ცხვარაძე ავრცელებს. ,,ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, "ჯიპი"_ს მარკის ავტომობილი მცირეწლოვან ბიჭს ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა_ არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს,_ უკვე...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დაეჯახა გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

არასრულწლოვანი, რომელიც დედოფლისწყაროში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა, 12 წლის საბა ჯაგოდნიშვილია ავტოსაგზაო შემთხვევა 3 ივლისს მოხდა - სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მანქანით 2 არასრულწლოვანს დაეჯახა. თავდაპირველად საბა იაშვილის სახელობის...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

პოლიციამ თბილისში, ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გუშინ ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

by მეგა TV
ივლისი 5, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.   უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება ივლისში საქართველოში – პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
მთავარი

კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3°C -ით მაღალია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთაში +23, +25°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +20, +22°C...

დაწვრილებითDetails

ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან
მთავარი

საქართველო მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება. ქვეყანაში არაერთი ადგილია, სადაც ვიზიტორები იშვიათად ხვდებიან. თუ გსურთ ბუნებისა და ისტორიის აღმოჩენა ტურისტული ხალხმრავლობის გარეშე, ეს ადგილები ნამდვილად დაგაინტერესებთ. ტობავარჩხილის ტბები...

დაწვრილებითDetails

რეკორდული სიცხე ევროპაში – დაღუპულთა რაოდენობამ 3500-ზე მეტს მიაღწია

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

რეკორდულმა სიცხემ ევროპაში 3500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურამ სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში 45-47 გრადუსს მიაღწია. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მძიმე ვითარებაა ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ძირითადად ხანდაზმული ადამიანები და გულ-სისხლძარღვთა...

დაწვრილებითDetails

ძლიერ სიცხეში ვერ იძინებთ? ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
რა უნდა იცოდეთ თუ გაღვიძებისას თავი გტკივათ
მთავარი

ზაფხულის ცხელი ღამეები ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე - შეხუთული ჰაერი და მაღალი ტემპერატურა ორგანიზმს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც გვიანობამდე ვერ ვიძინებთ, ღამით კი ხშირად გვეღვიძება. თუკი საძინებელში კონდიციონერი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"