LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისში ეძებენ ქალბატონს, რომელიც დილით სახლიდან გავიდა

დაკარგული ქალის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

დაპოსტა 2026/05/07-ში
A A
2.7k
ნახვა
გაზიარება

,,საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილი გარემოებების შესახებ.

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციისა და გამოძიების მიმდინარეობის მიხედვით, კამერებში ჩანს, რომ ჩემი მამიდა მზია ლომაია დილით სახლიდან გავიდა და ქუთაისში, რიონჰესის მიმართულებით წავიდა. დაფიქსირებულია, რომ იგი ხიდზე გადადის, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება. სამწუხაროდ, იმ ტერიტორიაზე ვიდეოკამერების გაგრძელების – წვდომა აღარ ვრცელდება, რის გამოც უცნობია, დატოვა თუ არა მან რიონჰესის ტერიტორია.

ასევე დაგვიკავშირდა ქალბატონი, რომელიც სავარაუდოდ ახლომდებარე საავადმყოფოში მუშაობს. მისი თქმით, იგი ყოველ დილით სწორედ ამ ხიდზე გადადის და გუშინ დილას დაინახა ჩუსტები, რომლებიც მამიდას ეცვა. მოგვიანებით კი, სამწუხაროდ, ეს ჩუსტებიც გაქრა, სავარაუდოდ ჩუსტები რიგით სხვა გამვლელს მოეწონა და წაიღი.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები. პროცესში ჩართულია სამაშველო ჯგუფი, პოლიცია და საგამოძიებო უწყებები. თუმცა, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ დრომდე დადასტურებით არ ვიცით, ნამდვილად მოხდა თუ არა ყველაზე მძიმე რამ – რადგან მამიდას კვალი უბრალოდ გაქრა.

ასევე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ემიგრაციიდან დაბრუნებულ მამიდას ოჯახი ცუდად ხომ არ შეხვდა, არის მტკნარი სიცრუე. მამიდას ჰყავს საოცარი შვილები, არაჩვეულებრივი მეუღლე და ოჯახი, რომელიც მას სიყვარულითა და სითბოთი ევლებოდა თავს.

მამიდას არასოდეს ჰქონია რაიმე წინაპირობა იმისა, რომ მსგავსი ნაბიჯი გადაედგა. იგი იყო გაწონასწორებული, თბილი, სიცოცხლით სავსე და მუდამ ღიმილიანი ქალი. ბედნიერი იყო შვილებით, შვილიშვილებითა და მთელი ოჯახით.

ჩვენ არ ვიცით, რატომ გავიდა გუშინ დილით სახლიდან მხოლოდ ჩუსტებით – ისე, რომ არ წაუღია არც ფული, არც ტელეფონი და არავისთვის არაფერი უთქვამს. არ ვიცით, რატომ დაგვატყდა თავს ეს უმძიმესი უბედურება…

გულითად მადლობას ვუხდით საგამოძიებო ჯგუფს, პოლიციას, მაშველებსა და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ დღეებში ჩვენს გვერდით დგას და მამიდას ძებნაში მონაწილეობს.

ასევე უსაზღვროდ მადლიერნი ვართ სრულიად საზოგადოების – თქვენი თანადგომა, ლოცვა და ინტერესი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ბოდიშს გიხდით, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ათასობით შემოსულ შეტყობინებას სათითაოდ ვუპასუხოთ.

და მაინც… სადღაც გულის სიღრმეში გვინდა გვჯეროდეს, რომ მამიდა ამას საკუთარი ნებით არ ჩაიდენდა და იქნებ ცოცხალიც იყოს…

გთხოვთ, თავი შეიკავოთ დაუზუსტებელი ინფორმაციისა და ზედმეტი ინტერპრეტაციების გავრცელებისგან.

ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით პასუხებს… და იმედი არ დაგვიკარგავს, რომ მამიდას აუცილებლად ვიპოვით. 😭-წერს ირაკლი ლომაია.

გაზიარება1088

დაკავშირებული -პოსტები

გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძეს აკავებენ – ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთ ფიგურანტს, ნია იმნაძე ამ წუთებში სამართალდამცავები აკავებენ. შესაბამის ინფორმაციას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ადვოკატი გიორგი ლეკვიშვილი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ახალი სასწავლო წლიდან საგაკვეთილო პროცესში ტელეფონების გამოყენება იზღუდება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
13 წლის გოგომ, ინტერნეტის გამორთვის გამო, მშობლებს უჩივლა – საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა
მთავარი

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი გვაქვს მოსწავლეებს შორის თანასწორობაზე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და სწავლის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაზე, ეს მსოფლიო პრაქტიკითა...

დაწვრილებითDetails

რა მოხდება თუ სკოლაში ბავშვებს ფორმეს არ ჩააცმევთ – მინისტრის გაფრთხილება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მშობლების წინააღმდეგ, რომლებიც გააპროტესტებენ და ბავშვებს სასკოლო ფორმას მაინც არ ჩააცმევენ, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები. გივი მიქანაძე მშობლებს ახსენებს, რომ ბავშვის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს ჰიდროციკლით მოძრავი პირი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ზღვაში მყოფ მოქალაქეებს

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
დააკავეს  ჰიდროციკლით მოძრავი პირი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ზღვაში მყოფ მოქალაქეებს
მთავარი

დააკავეს ჰიდროციკლით მოძრავი პირი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ზღვაში მყოფ მოქალაქეებს - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. "სოციალურ ქსელებში სხვადასხვა გვერდის მეშვეობით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ურეკის სანაპიროზე, ჰიდროციკლით მოძრავი პირი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ტყვიის მსროლელი იოანე ხვარეშია ევროპის ჩემპიონი გახდა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ქუთაისელი ტყვიის მსროლელი იოანე ხვარეშია ევროპის ჩემპიონი გახდა
მთავარი

ქუთაისელი ტყვიის მსროლელი იოანე ხვარეშია 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქუთაისელმა ტყვიის მსროლელმა იოანე ხვარეშიამ ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისს 2027 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
რამდენი უძველესი სახლია იმერეთში
მთავარი

ქუთაისს 2027 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა - ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. "ქუთაისის კანდიდატურა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციაში ( ACES ) „ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის სტატუსის...

დაწვრილებითDetails

ღამის 3 საათიდან აეროპორტში ვართ – ქუთაისი-ათენის რეისი ამ დრომდე არ სრულდება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
3 თვეში ევროპიდან საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს
მთავარი

მოქალაქეები ქუთაისი-ათენის რეისის შესრულებას 9 საათია ელოდებიან.  როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მყოფი ნელი ირემაძე "მეგა ტვ"-ს ეუბნება მოქალაქეები შუაღამის შემდეგ ელოდებიან რეისს, თუმცა მათი ფრენა უკვე ორჯერ გადაიდო. მისივე თქმით...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
მთავარი

ბათუმში, ალკოჰოლის მოხმარება უკონტროლოდ ხდება, - ამის შესახებ ნარკოლოგი ზურა სიხარულძე წერს. "ბათუმში ვარ…რუსების სიმრავლეზე აღარაფერს ვიტყვი - ეს ისედაც ყველამ იცის. მინდა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხი გამოვყო.პირველი, რაც თვალში...

დაწვრილებითDetails

დედამიწაზე რეკორდულად დაბალი ტემპერატურა, -84 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ყაზბეგში ყინულის ფერდი ჩამოიშალა, არიან დაშავებულები
მთავარი

ან­ტარ­ქტი­და­ში, კონ­კორ­დი­ის კვლე­ვით სად­გურ­ზე, დე­და­მი­წა­ზე ბოლო 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ფიქ­სირ­და. 18 ივ­ლისს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რამ -84.1°C-ს (-119.4°F) მი­აღ­წია. მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­კორ­დუ­ლად და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ღა­მის სა­ა­თებ­ში ორ­ჯერ და­ფიქ­სირ­და...

დაწვრილებითDetails

ოჯახი თამარ ფერცულიანს ეძებს

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ოჯახი თამარ ფერცულიანს ეძებს
მთავარი

მან­გლის­ში და­კარ­გულ ახალ­გაზ­რდა ქალს ეძე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. "სას­წრა­ფოდ და­მეხ­მა­რეთ. იძებ­ნე­ბა თა­მარ ფერ­ცუ­ლი­ა­ნი. რო­მე­ლიც გუ­შინ მან­გლი­სი­დან გა­ვი­და და არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. პო­ლი­ცი­ას რე­ა­გი­რე­ბის­თვის დრო უნდა. წუ­ხელ შე­ვი­და გან­ცხა­დე­ბა. გთხოვთ თუ ვინ­მემ რა­ი­მე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"