სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საკომპენსაციო თანხის მოცულობა 5.375 მლნ ლარით გაიზარდა. ამის შესახებ მთავრობის მთღავრობის 1-ლი მაისით დათარიღებული განკარგულებიდან ხდება ცნობილი, რომლითაც ცვლილება 19 მარტის დოკუმენტში შევიდა.
საუბარია, 2025 წლის თებერვალში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე, რომელთა საკუთრებაში რეგისტრირებული სახლები, სრულიად დაინგრა ან არ ექვემდებარება აღდგენას.
უფრო კონკრეტულად, თუ 2026 წლის 19 მარტის განკარგულებით ჯამურად საკომპენსაციო თანხა 10.400 მლნ ლარს შეადგენდა, ამჯერად 15.570 მლნ ლარამდე გაიზარდა.
ამასთან, მთავრობის ახალი განკარგულებით, 3-დან 13-მდე გაიზარდა იმ მუნიციპალიტეტების რაოდენობაც, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაცია გაიცემა.
დოკუმენტის მიხედვით, ფულადი დახმარება რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდება:
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 4.900 მლნ ლარი
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – 2.250 მლნ ლარი
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 3.250 მლნ ლარი
- ხონის მუნიციპალიტეტი – 30 000 ლარი
- სამტრედიის მუნიციპალიტეტი – 1.630 მლნ ლარი
- ვანის მუნიციპალიტეტი – 510 000 ლარი
- ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 1.020 მლნ ლარი
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – 380 000 ლარი
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტი -630 000 ლარი
- თერჯოლის მუნიციპალიტეტი – 50 000 ლარი
- მარტვილის მუნიციპალიტეტი – 470 000 ლარი
- ხობის მუნიციპალიტეტი – 210 000 ლარი
- აბაშის მუნიციპალიტეტი – 420 000 ლარი
რაც შეეხება ოჯახზე გასაცემ საკომპენსაციო თანხის მოცულობას, შემდეგნაირად არის განსაზღვრული:
თუ დაზარალებულ ოჯახს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი – 50 000 ლარი;
თუ დაზარალებულ ოჯახს აქვს, ან ჰქონდა საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და 2025 წლის 21 თებერვლის შემდეგ გაასხვისა; ასევე, თუ 2025 წლის 21 თებერვლის შემდგომ, დაზიანებული სახლის მესაკუთრემ, რომელიც ამ თარიღისთვის ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელს და გაასხვისა დაზიანებული სახლის კუთვნილი ნაწილი – 30 000 ლარი.










