LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

დაპოსტა 2026/05/06-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები – დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ მიქაძეებიდან როგორც დაკავებულ გიორგი მიქაძეს, ასევე ძებნაში მყოფ დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურება.

სასამართლოს გარე და შიდა პერიმეტრზე უსაფრთხოების მიზნით განსაკუთრებით ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ცნობისთვის, ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-109 მუხლის “ნ” ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობდა.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას გულისხმობდა.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია-ზელენსკი

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს
მთავარი

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. უკრაინა შემდგომ ნაბიჯებს სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე განსაზღვრავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის ოპერაციები ფრონტის ყველა ძირითად სექტორში გრძელდება...

დაწვრილებითDetails

ეს განცხადება ჩემი გადმოსახედიდან იყო სამარცხვინო და ამით კიდევ უფრო მეტად გამოიხატება ილია მეორის უპატივცემულობა-მარიამ ლაშხი

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
პარლამენტის განათლების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს
მთავარი

ეს განცხადება ჩემი გადმოსახედიდან იყო სამარცხვინო და ამით კიდევ უფრო მეტად გამოიხატება ილია მეორის უპატივცემულობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოს...

დაწვრილებითDetails

ბაჩო ახალაია მტრის ჯინაზე კარგად არის-ანი ნადარეიშვილი

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
“ეს ხელისუფლება არის დასამხობი” – ბაჩო ახალაია
მთავარი

ბაჩო ახალაია მტრის ჯინაზე კარგად არის, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ბაჩო ახალაიას ცოლმა, ანი ნადარეიშვილმა განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვაზე უპასუხა, თუ როგორ გრძნობს თავს ახალაია ან ჯანმრთელობის...

დაწვრილებითDetails

წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის-პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
,,ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც მის წინამორბედ მთავრობასთან” – პაველ ჰერჩინსკი
მთავარი

წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. პაველ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში, საწვავი ისევ გაძვირდა

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
საქართველოს ბენზინი 5%-ით გაუძვირდა -„პლატსის“ მიხედვით
ეკონომიკა

საქართველოში, საწვავი ისევ გაძვირდა. კერძოდ, ზოგიერთ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა. შედეგად, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში საწვავის...

დაწვრილებითDetails

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმს დრონებით შეუტიეს და საბავშვო ბაღის შენობას დაარტყეს

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმს დრონებით შეუტიეს და საბავშვო ბაღის შენობას დაარტყეს
მთავარი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმს დრონებით შეუტიეს და საბავშვო ბაღის შენობას დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ადგილობრივი „ტელეგრამ“ არხების ცნობით, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი. სუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა,...

დაწვრილებითDetails

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდნენ

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
“ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ”- ლევან იოსელიანი
მთავარი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდნენ. მშობლები განმარტავენ, რომ შეხვედრის მთავარი თემა მედიკამენტებით უზრუნველყოფა იყო. ამასთან, მათივე თქმით, საუბარი შეეხო შეკრებისა და გამოხატვის უფლების დარღვევას....

დაწვრილებითDetails

სამართალდამცველებმა 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი“ ამოიღეს

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
სამართალდამცველებმა 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი“ ამოიღეს
ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა....

დაწვრილებითDetails

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასმა მცირედით მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 677 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 2.65%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ირანში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
ირანში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მთავარი

თეირანთან ახლოს, სავაჭრო კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა, - ინფორმაციას Iran International-ი შაჰრიარის ოლქის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს . გუბერნატორის თქმით, ხანძარი თეირანის დასავლეთით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"