მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასმა მცირედით მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 677 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 2.65%-იან მატებას წარმოადგენს.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 76.11 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 4.11%-ით მომატებული მაჩვენებელია
ოქრო და ვერცხლი იაფდება საქართველოშიც. ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 409 ლარი ღირს, 750 სინჯის – 305 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 238 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 6.67 ლარი ღირს, ხოლო 800 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.31 ლარი ღირს.









