გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 665 ფაქტი გამოავლინეს.
369 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 126 – ბათუმში, 106 – ქუთაისში, 64 კი – რუსთავში.
592 სამართალდარღვევა ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 73 შემთხვევაში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია, რომ 421 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 226 – მიკროავტობუსების, 18 კი – სატვირთო ავტომობილების მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.
მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში, გამოვლენილია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 2891 ფაქტი.










