ავარიას ყვარელში ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ყვარლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სადაც 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 17 წლის ბიჭი,მანქანაში მყოფი სხვა ახალგაზრდები კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.










