LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე

“ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად”- ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2026/04/30-ში
A A
23
ნახვა
გაზიარება

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული თარიღია – 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს. მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული სულისკვეთებისა და სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად.

„ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად. შექმნის დღიდან, თავდაცვის ძალები ყველა ბრძოლაში ღირსეულად იცავდა სამშობლოს თავისუფლებას. ამასთანავე, ქართველი სამხედროები, პარტნიორების მხარდამხარ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში თავდადებით იბრძოდნენ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. თქვენი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით, უმაღლესი საერთაშორისო აღიარება და ჩვენი პარტნიორების უდიდესი ნდობა მოიპოვეთ.

დღეს ჩვენ გულისტკივილითა და უდიდესი პატივისცემით ვიხსენებთ სამშობლოსათვის დაცემულ გმირებს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე, ვინც საქართველოს ერთიანობისა და მსოფლიოში მშვიდობისათვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მათი თავდადება ჩვენი ქვეყნის ისტორიის განუყოფელი და მარადიული ნაწილია,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ქვეყნის თავდაცვის ძალები ინსტიტუციურად ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.

„ჩვენ გვაქვს უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს – სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურება ეროვნული თავდაცვის აკადემია და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი.

დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას. მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია. ამავდროულად, ქართული ჯარი ყოველთვის მზად არის, დაიცვას ჩვენი მიწა-წყალი და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება. თქვენი სიმტკიცისა და პროფესიონალიზმის იმედი მუდამ აქვს ჩვენს სახელმწიფოს.

ძვირფასო წვევამდელებო, თქვენ მიერ დღეს დადებული ფიცი არის იმ დიდი პასუხისმგებლობის დასტური, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვისთვის იკისრეთ. მჯერა, თქვენი სამსახური გახდება იმ ურყევი მშვიდობის საფუძველი, რომელიც აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოს წინსვლისა და ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისათვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს და 35 წლის იუბილეს!

ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს!“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 19 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6527 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6527 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6543 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
ბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა
მთავარი

ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო - ოთხივე მათგანი მაშველებმა გადაარჩინეს. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ერთს ადგილზე უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. დამატებითი დეტალები უცნობია.

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 დღე გაგრძელდება… – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
მთავარი

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი), ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილს სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე არ არის, მიაჩნია, რომ ბოკუჩავამ ნაკლები ძალა გაიღო”- გია ვოლსკი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი
მთავარი

სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე პოზიციაზე არ არის - მიაჩნია, რომ თინა ბოკუჩავამ ნაკლები ძალა გაიღო ამისთვის და ნანუკა ჟორჟოლიანს მეტი რესურსი აქვს - ახლა, ვინ აჯობებს ამ დესტრუქციის და...

დაწვრილებითDetails

საქართველოს სახელმწიფო ვალი 9.2 მლრდ დოლარს აჭარბებს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.832 მლრდ დოლარს გადააჭარბა
ეკონომიკა

2026 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9.121 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს კი 158.114 მლნ დოლარით მეტია (1.8%) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

18 ივნისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ამინდი

18 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +33 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შედის
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი - ვ.გ...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით პალესტინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა მამაკაცი სასაზღვრო გამშვებ...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
სატვირთო მანქანების უპრეცედენტო რაოდენობაა – რა ხდება სარფში
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"