თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „ისანში“ კაცი ლიანდაგებში ჩავარდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, მგზავრი ცოცხალია, მას მატარებელი არ შეხებია. მის ამოსაყვანად ძაბვა დროებით გამორთეს.
მათივე ცნობით, მომხდარის გამო, მოძრაობა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო. ამ დროისთვის მეტროს მუშაობა აღდგენილია.
რა მოხდა ადგილზე და როგორ ჩავარდა კაცი ლიანდაგებში, დამატებითი დეტალები უცნობია.










