მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში ტრაგედია დატრიალდა. ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაღუპულია 10 წლის ელდარ ჰუსეინოვი.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოზარდს მანქანა სახლთან დაეჯახა.
„ტრაგედია დატრიალდა, სიტყვები ზედმეტია… ბავშვის სახლთან მოხდა ეს ამბავი. დაეჯახა სწრაფად მიმავალი მანქანა. საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ გადაარჩინეს“, – ამბობს ადგილობრივი.
სამართალდამცველებმა 10 წლის ბავშვი დაღუპვის ფაქტზე 19 წლის ბიჭი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.










