გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა მდინარე ხრამზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქირაჩ-მუღანლოში მოქალაქეებმა
ელექტროიარაღის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს ხრამულის სახეობის 11
კილოგრამი თევზი.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს;
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს
წარმოადგენს; ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა,
გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, 24-
საათიან რეჟიმში, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს
უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის
ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ
თითოეულ შეტყობინებაზე.
4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან-ანდრიას და საზოგადოებას თანადგომას თხოვს
,,როგორ მივიტანო თქვენ გულებამდე უკვე აღარ ვიცი რომ ჩემ ძმას ჭირდება თქვენი დახმარება 1 ლარიც კიმნიშვნელოვანია 4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან ანდრიას დაეწყო ქცევითი აშლილობა იზიანებს თავს მჭირდება თქვენი გვერდით დგომა მესამე ფსიქიატრს...










