ოთხშაბათს 29 აპრილს, 17:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ.
როგორც მოგეხსენებათ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და სიცოცხლის შემოკლებას. საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია. მშობლები ვიბრძვით ჩვენი შვილების გადასარჩენად და სახელმწიფოსგან ვითხოვთ აუცილებელი მკურნალობის დაფინანსებას. ჩვენ უკვე 3 თვეა ვითხოვთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მაგრამ ამაოდ.
ჩვენ ორჯერ მივმართეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს რომ დაგვითმოს ეთერი, ასევე მოიწვიოს ხელისუფლების წარმომადგენელები და ექსპერტები რომლებთან ერთად ღიად განვიხილავთ ყველა საკითხს. რადგან პასუხი ვერ მივიღეთ, ოთხშაბათს, 29 აპრილს 17:00 ზე მივალთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან (პოლიტკოვსკაიას ქ. 31), მოვითხოვთ პასუხს ჩვენს განცხადებაზე და მოვითხოვთ ეთერის დათმობას.
საზოგადოებას მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი შვილების გადასარჩენად.
პასუხისმგებელი პირი,
კახა წიქარიშვილი 595 60 60 11