LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი

2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 929 581 შეადგინა-საქსტატი

დაპოსტა 2026/04/22-ში
A A
29
ნახვა
გაზიარება

დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მოსახლეობის 52% (2 048 577 კაცი) ქალია, ხოლო 48% (1 881 004 კაცი) – კაცი.

„დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 0.4%-ით მეტია 2025 წლის ივნისში გამოქვეყნებულ (3 914 000 კაცი) წინასწარ მონაცემთან შედარებით. საქართველოს მოსახლეობის 52% (2 048 577 კაცი) ქალია, ხოლო 48% (1 881 004 კაცი) – კაცი. ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა და ქუთაისში და შეადგენს 54%-ს, ხოლო შედარებით დაბალია ქედის, ხელვაჩაურის, ხარაგაულის, საგარეჯოს, მარნეულის მუნიციპალიტეტებში და შეადგენს 49%-ს.

მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქალაქო ტიპის დასახლებებში ცხოვრობს მოსახლეობის 62 პროცენტი (2 442 231 კაცი), ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებში 38 პროცენტი (1 487 350 კაცი). რეგიონების მიხედვით, საქალაქო ტიპის დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (67 პროცენტი), რაც განპირობებულია ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით. საქალაქო ტიპის დასახლებებში მცხოვრებთა წილი შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში და შეადგენს 24 პროცენტს.

საქართველოს მოსახლეობაში ყველაზე მაღალია 35-39 (7.6 პროცენტი), 10-14 (7.4 პროცენტი) და 30-34 (7.2 პროცენტი) ასაკობრივი ჯგუფების მოსახლეობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქალების წილი განსაკუთრებით მაღალია 85 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, კერძოდ, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ქალების რიცხოვნობა 2.6-ჯერ აღემატება კაცების რიცხოვნობას.

2024 წლის აღწერის მონაცემებით, თბილისში ცხოვრობს 1 331 485 კაცი, რაც საქართველოს მოსახლეობის 34 პროცენტს შეადგენს. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის (510 741 კაცი) და ქვემო ქართლის (441 630 კაცი) რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 13 და 11 პროცენტი.

საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები. მოსახლეობის გამოთვლის მომენტად (აღწერის კრიტიკული მომენტი) განისაზღვრა 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია. აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვით რეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან – 31 დეკემბერი) – კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI). მოსახლეობის მხრიდან გამოვლენილი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თვით რეგისტრაციის შესაძლებლობა დამატებით გაგრძელდა მთელი დეკემბრის განმავლობაშიც.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ დასახლებაში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო გართულდებოდა საველე სამუშაოების ჩატარება – მესტიის, ყაზბეგის, ლენტეხის, ნაწილობრივ ახმეტისა (ომალოს ადმინისტრაციული ერთეული) და დუშეთის (გუდამაყრის, მაღაროსკარის, უკანაფშავის, ქვეშეთის, შატილისა და ხევსურეთის ადმინისტრაციული ერთეულები და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები) მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის აღწერა ჩატარდა 2024 წლის სექტემბერში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღწერის წინასწარი შედეგები, რომელიც მოიცავდა მოსახლეობის რიცხოვნობას რეგიონების, თვითმმართველი ერთეულების, საქალაქო-სასოფლო ტიპის დასახლების და სქესის მიხედვით, გამოქვეყნდა 2025 წლის ივნისის ბოლოს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც გურამ დადიანიძის FACEBOOK – ზე დაპოსტა – სოცქსელში მიმართვა ვრცელდება

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

FACEBOOK გვერდი - “ნასვამი ჩოჩორი“ სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც აღიარებს, რომ სწორედ მან დაპოსტა გურამ დადიანიძის ექაუნთიდან ოსურად სიტყვა "დადგა ჟამი".   როგორც მიმართვაში ანონიმური პირი ამბობს, გადაწყვეტილება თავად...

დაწვრილებითDetails

მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ – ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლებას

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი - მივმართავ ხელისუფლებას: მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად, მაგრამ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ - უკვე მეორედ მინიშნება ჩემი 75 წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით ყოფილი...

დაწვრილებითDetails

გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი – შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია, თითქოს წინასწარ ვიცოდი, რომ “პოსტი” უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე – უკვე ვხვდები, რომ არ სურთ ამ საქმის გამოძიება

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის საქმეზე განცხადება ავრცელებს
მთავარი

დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს.   კაკაბაძე უარყოფს შსს-ს ინფორმაციას, თითქოს წინასწარ იცოდა, რომ გურამ დადიანიძის "ფეისბუქის" ანგარიშზე...

დაწვრილებითDetails

შსს – გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა, ასევე, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

შსს დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს.   შსს-ს თანახმად, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე პოსტის...

დაწვრილებითDetails

დევნილთა სამინისტრომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც თბილისში ბინები გადაეცემათ

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
საცხოვრებელი ბინები გაძვირდა
მთავარი

სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება იძულებით გადაადგილებული ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცხოვრებელ კომპლექსში ბინები გადაეცემათ. ↪︎ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში ბინები გადაეცემათ იხილეთ ბმულზე: https://idp.moh.gov.ge/news5.php?lang=1... აღნიშნული...

დაწვრილებითDetails

სასკოლო ფორმების გაყიდვა 1 სექტემბრიდან დაიწყება, ჩაეშვება ონლაინ პლატფორმაც – გივი მიქანაძე

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები
მთავარი

ომავალი კვირიდან ჩაეშვება ონლაინპლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ მშობელმა თავისი შვილისთვის ფორმა ონლაინ გამოიწეროს. სასკოლო ფორმების გაყიდვა 1 სექტემბრიდან დაიწყება | აცხადებს მიქანაძე. მისივე თქმით, სარეალიზაციო პუნქტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის...

დაწვრილებითDetails

მშობლებს შეუძლიათ შეიძინონ ნაჭერი და შეაკერინონ შვილებისთვის სასკოლო ფორმა – გივი მიქანაძე

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
რა ეღირება სასკოლო ფორმები – მინისტრის მოადგილის განმარტება
მთავარი

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მათ შეუძლიათ, თვითონ გამოიწერონ ფორმები. არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ბულვარში არასრულწლოვნებმა შუახნის კაცი სცემეს

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისის ცენტრში, მერიის წინ არსებულ ბულვარში, ფანჩატურში არასრულწლოვნებმა შუახნის მამაკაცზე ფიზიკურად იძალადეს. კადრებს და ინფორმაციას "ინფო იმერეთს" ავრცელებს,  სადაც ჩანს, რომ არასრულწლოვნები კაცს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, შემდეგ კი ფიზიკურად ძალადობენ. "ზურგი...

დაწვრილებითDetails

ბაღდათში „წითელი ნუსხით“ დაცულ მდინარის კალმახს უკანონოდ მოიპოვედნენ

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
ბაღდათში „წითელი ნუსხით“ დაცულ მდინარის კალმახს უკანონოდ მოიპოვედნენ
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე სოფელ ზეკარში, მდინარე ქერშავეთზე უკანონო თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონო ჰქონდა მოპოვებული „წითელი...

დაწვრილებითDetails

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, ის ყოველ ორშაბათს დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე პროკურატურის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"