თურქეთის დედაქალაქ ანკარაში CH-47 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ავიაციის სარდლობას ეკუთვნოდა. მან კატასტროფა სასწავლო ფრენის დროს განიცადა.
ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია. კატასტროფის დროს ვერტმფრენის ბორტზე ხუთი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს და საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
ადგილზე ამ დრომდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და გამომძიებლები რჩებიან.









