თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს.
როგროც ადგილობრივები და თვითმხილველები ტვ პირველთან ამბობენ , 39 წლის მამაკაცს, რომელიც ახლობლის პანაშვიდზე მივიდა, კორპუსთან მისი თანატოლი, 39 წლის პირი დახვდა და დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
დაზარალებულს ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კაცმა ბევრი სისხლი დაკარგა, მას პირველადი დახმარება პანაშვიდზე მყოფმა სამხედრო პირმა გაუწია, შემდეგ კი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. 39 წლის კაცის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.










