გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი შემცირდა. პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 95.20 დოლარით (-0.75%) განისაზღვრა, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება კი 96.57 დოლარია (-1.33%).
Trading Economics წერს, რომ ფასის შემცირება განპირობებულია ბაზარზე გაჩენილი იმედით, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებების ფონზე ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა შესაძლოა, შემცირდეს. შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 აპრილს პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
რაც შეეხება ნავთობის ფასების ნაწილს, მიუხედავად ერთი დღის ჭრილში ფასის კლებისა, გრძელვადიან ჭრილში ფასები მაინც მაღალი რჩება, რადგან რეგიონში რისკები ბოლომდე არ არის განმუხტული, მათ შორის, ჰორმუზის სრუტის ბლოკადასთან დაკავშირებული გამოწვევები.
ამას ემატება ისიც, რომ დღეს ირანის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ.
საქართველოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს
აღსანიშნავია, რომ ფასების ცვლილება ეტაპობრივად ისახება ადგილობრივ ბაზარზეც. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მონაცემებს თუ შევხედავთ, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 5-დან 20-თეთრამდე გაძვირდა.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ, როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე. (შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 4 აპრილის მონაცემებთან)
Gulf (უცვლელი დარჩა)
- G-Force სუპერი – 3.99 ლარი;
- G-Force პრემიუმი – 3.59 ლარი;
- G-Force ევრო რეგულარი – 3.45 ლარი;
- ევრო რეგულარი – 3.43 ლარი;
- G-Force ევრო დიზელი – 3.97 ლარი;
- ევრო დიზელი – 3.87 ლარი.
Wissol (რიგ შემთხვევაში გაიზარდა 5-თეთრით)
- ეკო სუპერი – 3.98 ლარი (3.98 ლარი იყო);
- ეკო პრემიუმი – 3.58 ლარი (3.58 ლარი იყო);
- ეკო დიზელი – 3.97 ლარი (3.92 ლარი იყო);
- ევრო დიზელი – 3.92 ლარი (3.87 ლარი იყო);
- ევრო რეგულარი – 3.43 ლარი (3.43 ლარი იყო).
Socar (გაიზარდა 5-დან 15-თეთრამდე)
- ნანო სუპერი – 3.87 ლარი (3.82 ლარი იყო);
- ნანო პრემიუმი – 3.55 ლარი (3.50 ლარი იყო);
- ნანო ევრო რეგულარი – 3.39 ლარი (3.34 ლარი იყო);
- ევრო 5 დიზელი – 3.80 ლარი (3.65 ლარი იყო);
- ნანო ევრო 5 დიზელი – 3.90 ლარი (3.75 ლარი იყო).
Rompetrol (გაიზარდა 7-დან 20-თეთრამდე)
- Efix სუპერი – 3.99 ლარი (3.92 ლარი იყო);
- Efix ევრო პრემიუმი – 3.43 ლარი (3.53 ლარი იყო);
- ევრო რეგულარი – 3.39 ლარი (3.39 ლარი იყო);
- Efix ევრო დიზელი – 4.05 ლარი (3.85 ლარი იყო);
- ევრო დიზელი – 4 ლარი (3.80 ლარი იყო).
Portal (გაიზარდა 10-დან 15-თეთრამდე)
- სუპერი – 3.44 ლარი (3.34 ლარი იყო);
- პრემიუმი – 3.34 ლარი (3.19 ლარი იყო);
- ევრო რეგულარი – 3.14 ლარი (2.99 ლარი იყო);
- ევრო დიზელი – 3.89 ლარი (3.89 ლარი იყო);
- ეფექტური დიზელი – 3.69 ლარი (3.69 ლარი იყო).










