მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 748 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 44 დოლარით კლებაზე მიუთითებს.
ამასთანავე, Gold Price-ის მონაცემები აჩვენებს, რომ დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონი 0.92%-ით გაიაფდა, ბოლო 1 თვეში კი ფასის 6.35%-იანი შემცირება ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დღისა და თვის ჭრილში ფასის კლებისა, ოქროს გლობალური ღირებულება ბოლო 1 წლის განმავლობაში 48%-ითაა გაზრდილი.
რა ღირს ერთი გრამი ოქრო საქართველოში?
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე ამჟამად არსებულ ფასებს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 411 ლარის ფარგლებში მერყეობს, 750 სინჯის – 308 ლარის ფარგლებში, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 240 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ.










