LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო

x

” 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა დებმა და ძმებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანეს” – მეუფე შიო

დაპოსტა 2026/04/09-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

უნდა გვესმოდეს, რა არის ნამდვილი თავისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი იქნება – თუ ჩვენ გვსურს, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ჩვენი თავისუფლება, პირველ რიგში, სულიერად უნდა ვიშრომოთ, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.

მისი თქმით, უნდა მოვინანიოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, „თუ რა არის ჩვენი ხალხის ცოდვები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ იმისთვის, რომ მოგვეცეს წყალობა ღვთისა და ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას და ქვეყნის გაძლიერებას“.

მეუფე შიოს თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ პიროვნული თავისუფლება მოპოვებული, როგორც შინაგანი თვისება.

„9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა დებმა და ძმებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანეს, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ გარეგნული პირობები იყოს, რომ ჰქონდეს მხოლოდ პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ამისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ პიროვნული თავისუფლება მოპოვებული, როგორც შინაგანი თვისება. თუ ეს თვისება არ გვექნება ჩვენ, მხოლოდ გარეგნულად მოპოვებული თავისუფლება არ არის საკმარისი. უნდა გვესმოდეს, რა არის ნამდვილი თავისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი იქნება. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ აკეთო ის, რაც გინდა, არამედ ეს არის შეგეძლოს, მართო შენი თავი, რომ აკეთო ის, რაც მართებული და საჭიროა. თუ არ იქნება ჩვენში ამის გაგება, მხოლოდ ასეთი გარეგნული თავისუფლება, საღვთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე, სახიფათო შეიძლება გახდეს და დამანგრეველი ადამიანის სულისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ასე რომ, ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, თუ ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ჩვენი თავისუფლება, პირველ რიგში, სულიერად უნდა ვიშრომოთ. შევინანოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენი ხალხის ის მანკიერებები, ის ცოდვები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, იმისთვის რომ მოგვეცეს წყალობა ღვთის და ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას და ქვეყნის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ მოვიხსენიოთ 9 აპრილს დაღუპული ჩვენი ძმები და დები, ღმერთმა აცხონოს მათი სულები. ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო. ამინ!” – განაცხადა მეუფე შიომ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

” არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს საუბრები ამაზე”- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პატიმრების გათავისუფლებაზე

by მეგა TV
აპრილი 9, 2026
0
“დღევანდელ რეალობაში ეკლესიას აქვს ძალიან აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის გაკეთება იქნება ფაქტის კონსტატაცია” – ანდრია ჯაღმაიძე
მთავარი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ არ გამორიცხა, რომ საპატრიარქომ ხელისუფლების წინაშე პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენოს. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ადამიანური ამბავია, რომ „პატიმრებს რამენაირად...

დაწვრილებითDetails

“პოლონეთი და საქართველო ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ” – პოლონეთის საელჩო

by მეგა TV
აპრილი 9, 2026
0
“პოლონეთი და საქართველო ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ” – პოლონეთის საელჩო
მთავარი

პოლონეთი და საქართველო ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ. ჩვენ ახლაც ვუერთდებით ქართულ საზოგადოებას, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის,- ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათი თქმით,...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით “მეთადონი”-შსს

by მეგა TV
აპრილი 9, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 2006 წელს დაბადებული ბ.რ. ბათუმში დააკავეს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

„წვიმა, ელჭექი, თოვლი…“ – ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 9, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

10  აპრილს - პარასკევს დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში  წვიმა, ღამით მთაში ზოგან  თოვლი.  ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2,...

დაწვრილებითDetails

„მომხმარებელთა საყურადღებოდ!“ – „მაგთი“ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 9, 2026
0
“მაგთიკომი” გაფიცულ თანამშრომლებზე განცხადებას ავრცელებს
მთავარი

„მაგთიკომი“ განცხადებას ავრცელებს: მომხმარებელთა საყურადღებოდ! გლობალურ ინტერნეტქსელზე შექმნილი პრობლემის გამო, მაგთიკომის აბონენტების ნაწილს ინტერნეტთან წვდომა გარკვეული დროით შეეზღუდა. ტექნიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს და ამ მომენტისთვის პრობლემა აღმოფხვრილია. ბოდიშს გიხდით შექმნილი...

დაწვრილებითDetails

„მაგთის” ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს

by მეგა TV
აპრილი 9, 2026
0
“მაგთიკომი” გაფიცულ თანამშრომლებზე განცხადებას ავრცელებს
მთავარი

„მაგთი“ შეფერხებით მუშაობს. უკვე 15 წუთზე მეტია „მაგთის“ ინტერნეტ კავშირი შეწყვეტილია. კომპანიას ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.

დაწვრილებითDetails

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აპრილი 9, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის  გავრცელებული ინფორმაციით ორივე მიწისძვრა  ახმეტასთან დილით მოხდა. 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო სოფელ დიკლოსთან, ხოლო 3.7...

დაწვრილებითDetails

ხონს კახა სულაბერიძე გამოაკლდა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 9, 2026
0
ხონს კახა სულაბერიძე გამოაკლდა
მთავარი

მეგობრები და ახლობლები მომღერალსა და კომპოზიტორს კახა სულაბერიძეს ემშვიდობებიან. იგი მშიმე დაავადებას ებრძოდა: "უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი კახადასრულდა ჩვენი კლასის იდილია.დაგვტოვა ჩვენმა მომღერალმა ბულბულმა და კლასის მთავარმა გამაერთიანებელმა.როცა გვეგონა ბრძოლა დასრულდა...

დაწვრილებითDetails

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 9, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღეს, შესაძლოა, საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, გამოიჩინეთ ინიციატივა და გაუზიარეთ თქვენი გეგმები ახლობლებსა თუ კოლეგებს.   კურო   მოსალოდნელია კარგი ახალი ამბები სამსახურთან დაკავშირებით. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თქვენი...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 8, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს. „9 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, 10:00 საათზე პირდაპირი ეთერი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრიდან. წირვას აღასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"