ოჯახში ძალადობის შედეგად ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში მოხდა.
გულრიფშის რაიონში ბავშვის გარდაცვალების შემთხვევა ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის შედეგად დაფიქსირდა. ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთის ბავშვთა ომბუდსმენმა მაკტინა ჯინძოლიამ განაცხადა.
7 აპრილს, დაახლოებით 3,5 წლის გოგონა სახისა და სხეულის მრავლობითი დაზიანებებით აგუძერას საავადმყოფოში მოათავსეს.
ის ბავშვთა საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დგინდება ტრაგედიის ყველა გარემოება.










