,,სამხედრო აგრესია – ერთი ქვეყნის მიერ, მეორე ქვეყანაში სამხედრო შეჭრა მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით. (გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია)
“ქვეყანამ ომი დაიწყო თავის ტერიტორიაზე…” არის სამართლებრივი და პოლიტიკური ოქსიმორონი და აბსურდი.
– სამხედრო აგრესია რუსთემა დაიწყო თითქმის 300 წლის წინ.
– 11 წლის წინ ჩრდილოელმა განახორციელა მორიგი (რიგით ოცდამეხუთე ალბათ) სამხედრო ინტერვენცია.
– ჩვენ ომს მოვიგებთ მაშინ როდესაც ავაშენებთ რუსეთზე მდიდარ, განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანას (მაგ. ფინეთი, პოლონეთი და ა.შ.) ასეთი ქვეყანა ჩვენ ბოლო 5 საუკუნის მანძილზე არ გვქონია.
– ჩვენი ომი დღეს გადის უმუშევრობაზე, დაბალი ხარისხის განათლებაზე, ჯანდაცვაზე, სასამართლოზე, კანონის უზენაესობაზე, რეგიონების განვითარებაზე და ა.შ.
ოდესმე აუცილებლად დავწერ იმ უამრავი სამოქალაქო გმირების და გმირობის ისტორიებზე, რომლის მომსწრეც პირადად ვიყავი.
მაგრამ დღეს გმირების გახსენების დღეა!!!
ეს ის ამბავია, როდესაც თამამად შეგვიძლია მადლობა ვუთხრათ მათ და მათ ოჯახებს საქართველოს ისტორიის სახელით.
დიდება გმირებს!!!
#რუსეთიოკუპანტია #7აგვისტო “-წერს გიორგი ქადაგიძე