როგორც უკვე ვწერდით, გერმანიაში ქართველი ემიგრანტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
„გურია ნიუსისთვის“ გარდაცვლილის ვინაობა გახდა ცნობილი _ არსებული ინფორმაციით, იგი 45 წლის სოფო კუპრავაა.
როგორც წყარო აცხადებს, ქალმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა – მან საძილე პრეპარატები მიიღო. მოგვიანებით, მისი ცხედარი ტყეში სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს.
ამ დროისთვის უცნობია, როდის მოხდება გარდაცვლილის გადმოსვენება სამშობლოში.
არსებული ინფორმაციით, იგი სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან იყო.
წყარო: gurianews










