LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები

დაპოსტა 2026/03/31-ში
A A
54
ნახვა
გაზიარება

საირმის უნიკალური ეკოსისტემა, რომელიც წლებია, ვიზიტორებისთვის გამორჩეული და საინტერესო ადგილია, ახალ ფუნქციას იძენს. „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ეკოსაგანმანათლებლო პროექტს იწყებს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, საკლასო ოთახებში მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ ბუნებრივ გარემოში პრაქტიკული კვლევებითა და სახალისო თავგადასავლებით განამტკიცონ. პროექტი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და მხოლოდ შემეცნებითი ტურების მოწყობას არ ითვალისწინებს. ეს არის ინტეგრირებული სასწავლო პროცესი, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტანდარტებს ეფუძნება.

თენგიზ ცერცვაძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „წელიწადზე მეტია, „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებიც ისტორიული პროექტის მთავარ მიზანს – ბუნების აღდგენას, მდგრად განვითარებასა და ადგილობრივი თემის გაძლიერებას ემსახურება. ეკოსაგანმანათლებლო პროექტიც ამ წამოწყების ლოგიკური გაგრძელებაა, სადაც ეკოსისტემის აღდგენა და ეკოგანათლება ერთი კონცეფციის ნაწილია. მიგვაჩნია, რომ ეს არა ერთჯერადი აქტივობების ერთობლიობა, არამედ გრძელვადიანი სტრატეგიის შემადგენელია. გვსურს, მომავალ თაობას ნათლად დავანახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა, რომელიც ამ პროცესში თითოეულ მოქალაქეს ეკისრება. ვფიქრობთ, საირმის უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და რესურსები ამ მისიის შესასრულებლად საუკეთესო პლატფორმაა“.

პროექტი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული და სკოლებს შესაბამის სილაბუსს სთავაზობს. დაწყებითი საფეხურისთვის, მცენარეთა აგებულებასთან ერთად, აქცენტი ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობასა და დაკვირვების უნარების განვითარებაზე კეთდება. ბიოლოგიისა და გეოგრაფიის ინტეგრირებული გაკვეთილები ღია სივრცეში საბაზისო საფეხურისთვის განისაზღვრა. მე-6-7 კლასის მოსწავლეები სახეობების იდენტიფიცირებასა და რუკაზე მუშაობის პროცესზე კონცენტრირდებიან. საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის კი პროგრამა უფრო კომპლექსურია და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების სტრატეგიას, კლიმატის ცვლილების ანალიზსა და მდგრადი განვითარების პრინციპებს მოიცავს.

გიორგი დიასამიძე, ეკოგანათლების სპეციალისტი: „პროექტის მთავარი ღირებულება პრაქტიკული გამოცდილებაა. სპეციალურად შემუშავებული ეკოსიმულაციები და სტრატეგიული თამაშები ბავშვებს გუნდური და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დაეხმარება. მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, იმუშაონ პროფესიონალ რეინჯერებთან ერთად, ისწავლონ ცხოველთა მონიტორინგი და გაიგონ მეტი მათი ქცევების შესახებ. პროგრამის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია სალაშქრო განათლება: მარშრუტების დაგეგმვა, პირველადი დახმარება, უსაფრთხოების წესები და ბანაკის მოწყობა. გვსურს, მოსწავლეებს კვლევაზე დაფუძნებული სწავლება გავუზიაროთ და დავეხმაროთ, რომ სკოლის სივრცეში მიღებული ცოდნა რეალურ გარემოში ბუნებასთან უშუალო შეხებით თავად გამოცადონ“.

საირმის ბიომრავალფეროვნება, პროფესიონალი რეინჯერების გამოცდილება და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე მორგებული პროგრამა ქმნის შესაძლებლობას, რომ  მოზარდებმა ისწავლონ მთავარი – პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებსა და გარე სამყაროზე.

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის მიზანი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების პოპულაციის აღდგენაა. ისტორიული პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 4 მილიონი ლარია. ამასთან ერთად, გათვალისწინებულია ფერმის შემადგენლობაში არსებული 13 000 ჰექტარი ტერიტორიის დაცვა, ეკოტურიზმის განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, პროკურატურაში შეხვედრაზე დაიბარეს

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. აღნიშნული ინფორმაცია თეონა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დამირეკეს პროკურატურიდან და დამიბარეს დღეს 17 საათზე შეხვედრაზე. შეხვედრის შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ“,- წერს თეონა...

დაწვრილებითDetails

გააქტიურდა თაღლითობის ახალი სქემა – გაფრთიხლება მოსახლეობას

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
გააქტიურდა თაღლითობის ახალი სქემა – გაფრთიხლება მოსახლეობას
მთავარი

“საზოგადოება და ბანკები“ საზოგადოებას თაღლითობის ახალი სქემის შესახებ აფრთხილებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ის ადამიანები, ვინც სხვადასხვა პლატფორმებზე ნივთებს ყიდიან, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ. “საზოგადოება და ბანკები“ დეტალურად განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

ვინ შემოიტანა მილიონ-ნახევარის ღირებულების მკვლელი ნარკოტიკი საქართველოში – სპეცოპერაციის დეტალები

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
ამოღებულია მილიონ ნახევარ ლარის ღირებულების 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“ – დაკავებულია ერთი პირი
მთავარი

საქართველოში დიდი ოდენობით მკვლელი ნარკოტიკი რუსეთიდან ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა - საუბარია 4 კგ-მდე ალფა პვპ-ზე. ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით თბილისში რუსეთის მოქალაქის დაკავების სპეცოპერაციის დეტალები ხდება ცნობილი. არსებული...

დაწვრილებითDetails

“ბოლო 2 დღეში, ენგურის ხიდი, 17-მა ბენზინმზიდმა, პოლიციის დაცვის ქვეშ გადაკვეთა” – მაია კალანდია

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
“ბოლო 2 დღეში, ენგურის ხიდი, 17-მა ბენზინმზიდმა, პოლიციის დაცვის ქვეშ გადაკვეთა” – მაია კალანდია
ეკონომიკა

მაია კალანდიას ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ენგურის ხიდი, 17-მა ბენზინმზიდმა, პოლიციის დაცვის ქვეშ გადაკვეთა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, "რუსების საწვავით მომარაგების საქველმოქმედო-ჰუმანიტარული პროგრამა წარმატებით გრძელდება". ამასობაში,...

დაწვრილებითDetails

გორში ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
გორში ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა
მთავარი

გორში ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის ანა და მართა ბერიანიძეების გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, "40 დღე უთქვენოდ ჩემო ანგელოზო რლგორი ლამაზი ზარ მართა უფალს ებარენოდეთროგორ გამიჭირდა ღქვენი ამ გაყინულ ქვაზე დანახვა" - წერს...

დაწვრილებითDetails

GAUMARJOS SAKARTVELOS – უკრაინის საელჩოს მადლობა ქართველ მებრძოლებს და საზოგადოებას

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
GAUMARJOS SAKARTVELOS – უკრაინის საელჩოს მადლობა ქართველ მებრძოლებს და საზოგადოებას
მთავარი

24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, დმიტრო ბერეჟნი ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და ქართველ ხალხს თანადგომისთვის მადლობას უხდის. დიპლომატი განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და ქედს იხრის იმ...

დაწვრილებითDetails

უკრაინამ “მაშა და დათვის“ შემქმნელები დაასანქცირა

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
უკრაინამ “მაშა და დათვის“ შემქმნელები დაასანქცირა
მთავარი

რუსული ანიმაციური სერიალის “მაშა და დათვის“ შემქმნელებს უკრაინამ სანქციები დაუწესა. ისინი მიიჩნევს, რომ „საბავშვო კონტენტად შენიღბული სერიალი ავრცელებს პრორუსულ ნარატივებს“, რაც სახიფათოა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 20 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური ზვიად ცეცხლაძის წერილზე განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
პენიტენციური სამსახური ზვიად ცეცხლაძის წერილზე განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ რამდენიმე თვეა ელოდება სამედიცინო მომსახურებას - მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცილისმწამებლურ ინფორმაციას, როდესაც დაწესებულების ადმინისტრაციას ადანაშაულებს არასათანადო მოპყრობაში, - ასე ეხმაურება სპეციალური პენიტენციური სამსახური...

დაწვრილებითDetails

მხედარი, რომელმაც მაყურებლის დაცვაზე იზრუნა 23 წლის გურგენ სურმანიძეა

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
მხედარი, რომელმაც მაყურებლის დაცვაზე იზრუნა 23 წლის გურგენ სურმანიძეა
მთავარი

ბახმაროში დოღი გაიმართა და გამარჯვებულებიც გამოვლიდნენ. I ადგილი – გოგიტა კოწოწაშვილი; II ადგილი – ნიკა ფერაძე; III ადგილი – გიორგი ცინცაძე. ბახმაროდან გავრცელებული კადრები ვირუსუილად ვრცელდება. კადრებში ჩანს, როგორ იმორჩილებს მხედარი...

დაწვრილებითDetails

„ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა“ – ზვიად ცეცხლაძე ციხეში არსებულ ვითარებაზე წერს

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
„ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა“ – ზვიად ცეცხლაძე ციხეში არსებულ ვითარებაზე წერს
მთავარი

აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. წერილი სათაურით - “სისტემური წამება ციხეში” “დაფიონის“ FACEBOOK  გვერდზე გამოქვეყნდა. ცეცხლაძე დეტალურად აღწერს ყველა იმ პრობლემას, რომელიც მისი თქმით, არა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"