LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა“ – ზვიად ცეცხლაძე ციხეში არსებულ ვითარებაზე წერს

„ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა“ – ზვიად ცეცხლაძე ციხეში არსებულ ვითარებაზე წერს

დაპოსტა 2026/08/21-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.

წერილი სათაურით – “სისტემური წამება ციხეში” “დაფიონის“ FACEBOOK  გვერდზე გამოქვეყნდა.

ცეცხლაძე დეტალურად აღწერს ყველა იმ პრობლემას, რომელიც მისი თქმით, არა მხოლოდ მას, არამედ ციხეში მყოფ ყველა პატიმარს ეხება.

ყოველთვის ვცდილობ, რომ ციხეში არსებულ დისკომფორტსა და გამოწვევებზე არ ვისაუბრო. არა მხოლოდ საჯაროდ, არამედ ოჯახის წევრებთანაც კი, რადგანაც მიმაჩნია, რომ კაცი გამოწვევებს პირისპირ უნდა შეერკინოს, ისინი გადალახოს და გაძლიერდეს. როგორც ჩვენი სულიერი მამა – მერაბ კოსტავა ამბობდა – უფალი მის საყვარელ შვილებს განსაცდელის ემბაზებში წვრთნის და როგორც რუსთაველი გვასწავლის: “ხამს თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხვდეს მამაცურად”.
თუმცა საკითხებს, რომელსაც ამ წერილში შევეხები, მეხება არა მხოლოდ მე, არამედ ყველა რიგით პატიმარს. ამ წერილს ვწერ იმიტომ, რომ არ შემიძლია არ გავასაჯაროვო ის სისტემური წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპრყობა, რასაც ეს ბოლო დღეებია უფრო და უფრო მკაფიოდ ვხედავ. სისტემა არის აბსოლუტურად დეჰუმანიზებული, ადამიანების მიზანმიმართულ გატეხვასა და განადგურებაზე ორიენტირებული.

ოთხი კაცზე გათვლილ საკანში ვიმყოფებით ხუთნი, როცა 19 აგვისტოს ჩვენთან შემოიყვანეს მეექვსე პატიმარი (ბრალდებული), უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. ფეხმოტეხილი კაცი, ჯერ ადმინისტრაციიდან “D” კორპუსში, შემდეგ კი “E” კორპუსში რამდენიმე სართული ატარეს ყავარჯნების გარეშე. ადამიანი ცალ ფეხზე ხტომით შემოვიდა ჩვენს საკანში, რადგანაც მეორე ფეხი გიფსში აქვს შეხვეული და ამ ფეხზე დაყრდნობა მომდევნო თვენახევარი აკრძალული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვედა საწოლი დავუთმეთ და მივეცით ყველაფერი, რისი გაღებაც ჩვენი მცირე რესურსებით შეგვეძლო, ჩვენ არ შეგვიძლია სამედიცინო დახმარების გაწევა. ადამიანს უჭირს ფიზიკურად გადაადგილება, არ შეუძლია დამოუკიდებლად ბანაობა და საპირფარეშოთი ნორმალურად სარგებლობა. როცა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს ვუთხარით, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ შეიძლება კაცის შემოყვანა ციხის კამერაში და ამის ნაცვლად ერბეზე (ციხის საავადმყოფოში) დააწვინონ, გვიპასუხეს, რომ როგორმე თქვენით უნდა მიხედოთო. ვუხსნიდით, რომ კაცს სჭირდება გიფსის გამოცვლა და ექიმის ზედამხედველობა სამედიცინო პირობებში. პასუხად მხოლოდ ის მივიღეთ, რომ როცა საჭირო იქნება, ექიმი მოუტანს წამლებსო. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, ადამიანს ცარიელი ბალიში და ლეიბი აღირსეს, ოღონდ, იცით თეთრეული რატომ არ მოუტანეს? იმიტომ, რომ ციხეს ჩვენს კორპუსში ფიზიკურად იმდენი თეთრეული აღარ აქვს, რამდენი პატიმარიცაა. (ცხადია, ჩვენ საკუთარი თეთრეული მივეცით). კვლავ რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, მოუტანეს ძველი, დაზიანებული, ცალი ყავარჯენი. საგანგებოდ უთხრეს, რომ მეორე ყავარჯენს რამდენიმე დღეში მოუტანდნენ. ოღონდ რაც მოუტანეს, ისიც უვარგისი აღმოჩნდა. ეს ცალი ყავარჯენი იყო საჭირო ზომაზე პატარა და რეზინის ძირიც ამძვრალი ჰქონდა, რაც სახიფათო იყო გამოსაყენებლად. პატიმარი იძულებული გახდა, რომ ეს ყავარჯენი უკან დაებრუნებინა. რამდენჯერმე მოითხოვა სპეციალური იმიტირებული დასაჯდომი, რომლითაც შეძლებდა, რომ საპირფარეშოთი ესარგებლა. მოუტანეს რაღაც ძველი, დაჟანდგული, ლითონის იმიტირებული სკამი საზარელი სუნით, რომელიც ასევე გატეხილი აღმოჩნდა და ყოვლად არაჰიგიენურობასთან ერთად, უსრაგებლოც. ადმინისტრაციამ რაღაც დროის შემდეგ შეცვალა ეს იმიტირებული დასაჯდომი ნაკლებად დაჟანგულით, თუმცა მისი სუნი კამერაში ყოფნას აუტანელს ხდის, ხოლო ზომით იმხელაა, რომ სხვებსაც კი უჭირთ საპირფარეშოთი სარგებლობა. პატიმარი იძულებული გახდა ესარგებლა აღნიშნული იმიტირებული დასაჯდომით. არადა პენიტენციური კოდექსის 112-ე მუხლით “ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.” 113-ე მუხლის მიხედვით კი “ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული. მას სუფთა და დაუზიანებელი თეთრეული უნდა გადაეცეს.”
ამ ყველაფერთან ერთად, ადამიანი შემოვიდა მძიმე სულიერი ტრამვით. აღმოჩნდა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნისას დაზიანებული ფეხი საერთოდ არ ჰქონდა შეხვეული და ასე გაატარა რამდენიმე დღე. ფეხი მხოლოდ ციხეში გადმოყვანის შემდეგ შეუხვიეს და რამდენიმე დღე კარანტინში საშინელ პირობებში ამყოფეს. ზოგადად, კარანტინი საშინლად მოუწესრიგებელია. კედელზე ყველგან ტარაკნები არიან, წვიმისგან კამერაში გუბდება წყალი, საკანალიზაციო მილი დაზიანებულია, საშინელ სუნთან ერთად, ვირთხებიც ამოდიან. სუფთა ადგილს ფიზიკურად ვერ იპოვი, რომ ჩამოჯდე და მაშინაც კი, როცა შუქი ანთია – უკუნეთი წყვდიადია.

კარანტინის აღნიშნულ საშინელ პირობებზე ნებისმიერი პატიმარი დაგემოწმებათ. კარანტინში ყოფნისას მასთან შეიყვანეს ხნიერი მამაკაცი (70 წლამდე), რომელსაც დაემართა ეპილეფსიური შეტევა და ჩავარდა კრუნჩხვებში. როცა დახმარებას ითხოვდნენ, ციხის თანამშრომელმა უთხრა, რომ “მაგას ემართება ხოლმე ეგრეო”. საბრალო ხნიერ მამაკაცს დაეწყო უნებლიე შარდვა და სანამ არ მიხედეს, თავისივე შარდში მოუწია წოლა. ამ ფაქტის შემდეგ ადამიანს აქვს პანიკური შიში, რომ კვლავ არ აღმოჩნდეს კარანტინში.

პენიტენციური კოდექსის 110-ე მუხლით “ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.”

ადამიანის მსგავს სიტუაციაში ჩაგდება არის ღირსების შემლახავი, რაც აღნიშნულ სიტუაციაში გამოწვეული ფიზიკური და სულიერი ტკივილით უთანაბრდება წამებას. პატიმარს, პენიტენციური კოდექსის 139-ე, 140-ე და 141-ე მუხლებით ერგება სამედიცინო ზედამხედველობა. მეტიც, 142-ე მუხლის მე-2 პუნქტში ნათქვამია: “თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.”

ამ ყველაფრით აღშფოთებულებმა, მოვითხოვეთ ადმინისტრაციის წარმომადგენელთა კატეგორიული შეხვედრა (ციხის ადმინისტრაცია აქამდე არაერთხელ დაგვპირდა შეხვედრას, მაგრამ უშედეგოდ). ვესაუბრეთ კორპუსის უფროსს. ავუხსენით, რომ ამ მძიმე ჯანმრთელობის მქონე ადამიანს ჩვენ სათანადოდ ვერ მოვუვლიდით. ჩვენ თავადაც ველით სამედიცინო დახმარებას. მე რამდენიმე თვეა კანის ექიმთან არ გადავყავარ, ხოლო ჩემი მეორე თანამესაკნე ორ კვირაზე მეტია ცდილობს ნახოს ექიმი და მიიღოს რენტგენის პასუხი (ხელი აქვს დაზიანებული). მესმის, რომ ციხე გადავსებულია და რიგი უფლებებით ამიტომ ვერ ვსარგებლობთ, მაგრამ ვუთხარი, რომ მიუღებელია ადამიანებს ასე მოექცნენ. ასე ცხოველებსაც კი არ ეპყრობიან და მსგავსი უსამართლო დამოკიდებულების მოთმენას არ ვაპირებდით. პასუხად მივიღეთ “ზერელე” ტონი და მუქარა – “შენ ციხე არ გინახავს.”

მე ძალიან მაინტერესებს, რა არ მინახავს ციხეში? რა პირობებით ვსარგებლობ, რომელიც ციხეს “კურორტად” მიქცევს? პირიქით, პენიტენციური კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ თითო პატიმრისთვის თავისუფალი სივრცე არ უნდა იყოს 4 კვ.მ-ზე ნაკლები, როდესაც ჩვენ თითო პატიმარი 1 კვ.მ-ზე ნაკლებ სივრცეში ვრჩებით საკანში. როცა ჩვენ უნდა ვიყოთ უზრუნველყოფილი ჰიგიენითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით, ეს უკანასკნელი ციხეს არ გააჩნია. სატელეფონო ზარის უფლებით ისე ვერ ვსარგებლობთ, როგორც ეს პენიტენციური კოდექსითაა გათვალისწინებული (116-ე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი). მეზღუდება განათლების უფლება, ვერ ვსარგებლობ ციფრული სწავლის ფორმით (134-ე მუხლის მე-2 “ა” ქვეპუნქტი), ციხეს დღემდე არ გადმოუცია ჩემთვის ელექტრონული წიგნაკი, რომელიც კანონით მერგება, როგორც სტუდენტს. მონაწილეობას ვერ ვიღებთ სპორტულ, კულტურულ და რელიგიურ ღონისძიებებში (94-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტი). ჩვენ ისიც კი გვეკრძალება, რომ დადგენილი წესით მივიღოთ მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში. ციხის ეკლესიაში გვიკრძალავენ ასვლას წირვის დროს (94-ე მუხლის მე-5 ნაწილი). ბოლოს და ბოლოს, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია პენიტენციური კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებული “ჯანმრთელობის დაცვის უფლება”. ამ ყველაფერთან ერთად, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ერთ სივრცეში გვკეტავენ მაშინ, როცა პენიტენციური კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით “შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულები იზოლირებულნი უნდა იყვნენ მსჯავრდებულებისგან.” არამწეველებიცა და მწეველებიც ერთ პატარა, ჩაკეტილ ოთახში ვართ და არავის ანაღვლებს, რომ სიგარეტის ბოლი ყელს გვწვავს ყოველ ჩასუნთქვაზე. მიუხედავად იმისა, რომ 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით “ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულს უფლება აქვს, დამოუკიდებლად, დადგენილი წესით გადაადგილდეს დაწესებულების ტერიტორიაზე.” ჩვენ – 6კაცი – ერთ პატარა კამერაში ვყავართ გამომწყვდეულნი, რაც ხშირად იწვევს დაძაბულობას. მსგავს სტრესულ გარემოში კი ხშირად შეუძლებელია ჭამა, ძილი და ვარჯიში. ამ ყველაფრის შემდეგ რითი გვემუქრებიან, რომ “ციხე არ გვინახავს”? რა უნდა გვანახონ? ცემის კორიდორებში უნდა გაგვატარონ, თუ როცა ჩვენი ჯერი დადგება, ფეხმომტვრეული ცხოველებივით მოგვექცნენ? ან უმწეო მდგომარეობაში დარჩენილები საკუთარ შარდში ამოგვსვარონ? თუ ასე დგას საკითხი, მე პირადად – ზვიად ცეცხლაძე – ვითხოვ, რომ ნამდვილი ციხე მანახოთ! მიმიფურთხებია თქვენი კარცერისთვის, კარანტინისთვისა თუ დეესკალაციისთვის! თქვენ მარტო იმიტომ ვერ დაგვამარცხებთ, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვის ამ ეკლიან, უვალ გზაზე, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა გათელეს, ღვთის მადლი უხვად მოეფინება, ხოლო თუ ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშინ ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ?!

P.S იოსელიანო, თურმე შენთვის დაწერილა – “არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს, – წერს ცეცხლაძე.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

გასვენებას ავიღებთ თავზეო… ვუთხარი, რომ არ ვყიდი ჩემი ცოლის სულს – დაეჯახა პოლიციელის სიძე, არავინ დასაჯეს“ – მოქალაქე სამართას ითხოვს

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
გასვენებას ავიღებთ თავზეო… ვუთხარი, რომ არ ვყიდი ჩემი ცოლის სულს – დაეჯახა პოლიციელის სიძე, არავინ დასაჯეს“ – მოქალაქე სამართას ითხოვს
მთავარი

ფოტოგრაფი სეირან ბაროიანი თითქმის ერთი წლის წინ – 2025 წლის 26 სექტემბერს მომხდარი იმ ავარიის გამოძიებას ითხოვს, რომელსაც თავისი ცოლი ემსხვერპლა – 59 წლის ისკუი ბაროიანი ქვეითად მოძრაობდა და შარტავას...

დაწვრილებითDetails

ოპერატორი სოფო ბობოხიძე დღეს 37 წლის გახდებოდა

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
ჟურნალისტისა და ოპერატორის, სოფო ბობოხიძის გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა
მთავარი

ოპერატორი სოფო ბობოხიძე დღეს 37 წლის გახდებოდა. სატელევიზიო სივრცეში პირველი ნაბიჯები სოფომ ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ში დაიწყო. 2016 წლის 11 დეკემბერს, 27 წლის ჟურნალუსტი და ოპერატორი სოფო ბობოხიძე ქუთაისში, საკუთარ სახლში...

დაწვრილებითDetails

მა­ხუნ­ცეთ­ის ჩანჩქერთან ადგილობრივებმა ტუ­რის­ტი ცოლ-ქმა­რი გადაარჩინეს

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
მა­ხუნ­ცეთ­ის ჩანჩქერთან ადგილობრივებმა ტუ­რის­ტი ცოლ-ქმა­რი გადაარჩინეს
მთავარი

ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მა­ხუნ­ცეთ­ში ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, რა დრო­საც მდი­ნა­რე აჭა­რის­წყალ­ში, ორი უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტი - ცოლ-ქმა­რი ჩა­ვარ­და. შემ­თხვე­ვის დროს მათ და­სახ­მა­რებ­ლად ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ. მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ორი­ვე ტუ­რის­ტი სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით წყლი­დან ამო­იყ­ვა­ნეს...

დაწვრილებითDetails

ვაკეთებდით ყველაფერს, გაგვერკვია, ვინ იყო იმ “ფეიკ-ექაუნთების“ უკან – ტარიელ კაკაბაძე

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის საქმეზე განცხადება ავრცელებს
მთავარი

12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე შსს პასუხობს და არასწორს უწოდა უწყების განცხადებას, თითქოს, 12 წლის დაკარგული გურამ დადიანიძის დედამ და ადვოკატმა წინასწარ იცოდნენ, რომ გაუჩიანრებული ბიჭის FB...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია პისტოლეტები, რევოლვერი, მჭიდები და 265 ვაზნა – იმერეთსა და რეგიონებში 5 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 12 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, კახეთის, იმერეთის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამცხე ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს  ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ასევე,...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია მილიონ ნახევარ ლარის ღირებულების 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“ – დაკავებულია ერთი პირი

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
ამოღებულია მილიონ ნახევარ ლარის ღირებულების 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“ – დაკავებულია ერთი პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის - 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“-ს გავრცელების მცდელობა აღკვეთეს. ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ....

დაწვრილებითDetails

თბილისში მოქალაქე გაძარცვეს – დაკავებულია 5 პირი

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ფიზიკური...

დაწვრილებითDetails

რამდენი გაუჩინარებული ადამიანის საქმე ჩამოგითვალოთ, სადაც ბატონი ჯუმბერ ბუჩაშვილი ფიგურირებს? – რა ინფორმაციას ავრცელებს ანონიმური გვერდი ,,მთვრალი ჩოჩორი”

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
რამდენი გაუჩინარებული ადამიანის საქმე ჩამოგითვალოთ, სადაც ბატონი ჯუმბერ ბუჩაშვილი ფიგურირებს? – რა ინფორმაციას ავრცელებს ანონიმური გვერდი ,,მთვრალი ჩოჩორი”
მთავარი

„ეს გახლავთ ბატონი ჯუმბერ ბუჩაშვილი, რომელიც 3 წლის განმავლობაში ატყუებდა ქალბატონ სოფო ბიბილაშვილს - გურიკას დედას, რომ იძიებდა აღნიშნულ საქმეს, გურამ დადიანიძის დაკარგვის შესახებ და ატყუებდა ქალბატონ სოფოს. რეალურად კი...

დაწვრილებითDetails

ცნობილოა სად შეძლებთ ქუთაისში სასკოლო ფორმების შეძენას

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები
მთავარი

ქუთაისის საგანმანათკებლო რესურცენტრი სასკოლო ფორმებთან დაკავშორებით ინფორმაციას ავრცელებს და წერს როდიდან სად შეძლებთ ფორმების შეძენას. ,,ძვირფასო დირექტორებო და მშობლებო, 🎓 ახალი სასწავლო წელი მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი ოჯახებისა...

დაწვრილებითDetails

21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   21 აგვისტო აქტიურობას და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოგთხოვთ. სამსახურში შესაძლოა ახალი დავალება ან საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ იმპულსურ ხარჯებს. პირად ურთიერთობებში კი გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"