2026 წლის 31 მარტს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 87 წელი შეუსრულდებოდა.
35 წლის წინათ, 1991 წლის 31 მარტს ჩვენი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა რეფერენდუმი.
რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ, მათ შორის აფხაზებმა და ოსებმა დადებითი პასუხი გასცეს კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა.
საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პროექტ „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელების” ფარგლებში გამოსცა პრესაში გამოქვეყნებული ზვიად გამსახურდიას სიტყვები, გამოსვლები, ინტერვიუები ხუთ ტომად.










