გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში ბავშვს მატარებელი დაეჯახა. ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი.
“რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ ბავშვები, და-ძმა. გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო და მატარებელი დაეჯახა. საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს და ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. მეექვსე კლასის მოსწავლე ბავშვია. შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხდა” – უთხრა “გურია ნიუსს” ნიგვზიანში მერის წარმომადგენელმა, ირაკლი გუჯაბიძემ
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ ადამიანის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.










