წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (2160 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 29.07.35.068) მწვანე ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს კომპოსტირების საწარმოს მოწყობას, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იმუშავებს და ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას.
პროექტის ფარგლებში შენდება ნახევრადღია, ფარდულის ტიპის ლითონის კონსტრუქციის შენობა, რომელიც აღიჭურვება 35 კვტ სიმძლავრის მზის ფოტოელექტრო სადგურით. ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის – INTERREG NEXT Black Sea Basin Programme ფარგლებში და წარმოადგენს პროექტ Smart4Rural-ის ნაწილს, რომლის მიზანია შავი ზღვის რეგიონში სოფლების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვა.
სამუშაოებს შპს „ასა მოტორსი“ ახორციელბს. პროექტის ღირებულება 615000 ლარია
როგორც ცნობილია, პროექტთან დაკავშირებულ გამარტივებულ შესყიდვაში განხორციელდა ცვლილება, რომელიც მხოლოდ სამუშაოების შესრულების ვადის გადავადებას შეეხება. კერძოდ, სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა დამატებით 25 კალენდარული დღით გადაიწევს და 2026 წლის 8 აპრილის ჩათვლით განისაზღვრება.












