ხონის მუნიციპალიტეტში მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა როგორც სტაბილური, ისე რისკის შემცველი ზონები, რომლებსაც სპეციალისტები შეისწავლიან – ამის შესახებ ხონის მერიის მიერ გავრცელებულ იფნორმაციაშია ნათქვამი.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, მოადგილე გერასიმე მჟავანაძესთან და წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიური პროცესების პრევენციის ფარგლებში, მაღალმთიან სოფლებში – კინჩხაში, გორდსა და ძეძილეთში არსებული ეროზიული/მცირე მეწყრული უბნები დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხონის მუნიციპალიტეტს ყოველწლიურად გამოეყოფა თანხები სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის, რაც საშუალებას იძლევა, მაღალი რისკის ზონებში განხორციელდეს საინჟინრო-გამაგრებითი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.









