კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 145%-ით გაიზარდა.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს იანვარ-თებერვალში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 556 720 ლარი შევიდა, 2025 წელის იგივე პერიოდში აღნიშნული დარღვევიდან ხაზინაში 227 472 ლარის აკუმულირება მოხდა.
რა თანხა შევიდა ბიუჯეტში უბილეთოდ მგზავრობის ჯარიმებიდან
ხაზინის მონაცემების მიხედვით, წელს, 2 თვეში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი. კერძოდ, აღნიშნულიდან 2026 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში 87 501 855 ლარი შევიდა, 2025 წელის იგივე პერიოდში 43 505 531ლარი.
ცნობისთვის, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი – 40 ლარი.










